რიო 2016. ამბები: კოკაინი ლოგოთი

AutoSharing Option
ბრაზილიელი ნარკოდილერები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლოგოს იყენებენ კოკაინის პაკეტების რეალიზაციისას.

ორშაბათს, რიოს პოლიციამ ჩაატარა რეიდი და კოკაინის 93 პაკეტი ამოიღო. თითოეულზე დაწებებული იყო მომავალი ოლიმპიადის ემბლემა, აგრეთვე მზრუნველად იყო მიწერილი: "გამოიყენეთ ბავშვებისგან მოშორებით".

109 დაბლოკილია
სპორტის სხვადასხვა სახეობის საერთაშორისო ფედერაციები აგრძელებენ იმ რუსი სპორტსმენების სიების დაზუსტებას, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე უნდა გამოვიდნენ.

ბოლო ინფორმაციით, ამ მომენტისთვის თამაშებზე დაშვებულია 161 რუსი სპორტსმენი სპორტის 19 სახეობიდან. კიდევ 109 ათლეტი, მათ შორის, მძლეოსნები არ გაუშვეს ოლიმპიადაზე. ხოლო დარჩენილ 117 სპორტსმენზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

NBC გახსნის ცერემონიაში ერევა
ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ რიო-დე-ჟანიეროს ოლიმპიადის ორგანიზატორებს თხოვნით მიმართა - შეცვალონ გახსნის ცერემონიაზე სპორტსმენთა სტადიონზე გამოსვლის თანამიმდევრობა.

ორგანიზატორთა გეგმის მიხედვით, გახსნის ცერემონიისას, გუნდები "მარაკანას" სტადიონზე პორტუგალიური ალფავიტის მიხედვით გამოვლენ. ასე რომ, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები (პორტუგალიურად - Estados Unidos), მაყურებლების წინაშე უფრო ადრე გამოჩნდება, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე. NBC-ის მიაჩნია, რომ ეს ფაქტორი შეამცირებს ტელეაუდიტორიას.

ამიტომაც, ტელეკომპანიამ თხოვა ორგანიზატორებს, სია ინგლისურ ენაზე შეადგინონ, რათა აშშ-ის ნაკრები ერთ-ერთი ბოლო გამოვიდეს აღლუმზე.

იტყობინებიან, რომ რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტი წინააღმდეგია შეცვალოს ქვეყნების გამოსვლის თანმიმდევრობა, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამს.

რიოს თამაშების გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული