რიო 2016. მძლეოსნობა: ბოლტი თავისნაირს ვერ ხედავს

AutoSharing Option
ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა უსაინ ბოლტმა საკმაოდ თავდაჯერებით განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ძალიან დიდი ხანი მოუწევთ მისი მსგავსი ძლიერი სპრინტერის ლოდინი.

ლეგენდარული მძლეოსნის სიტყვებს სააგენტო AP ავრცელებს:

"ვიცი, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება ჩემი მოგებები.

ხალხი ამბობს, რომ, როცა სპორტს დავტოვებ, მძლეოსნობაში კრიზისი დაიწყება. მაგრამ მე არ ვუყურებ ამას ასეთ ჭრილში. არის ბევრი სპორტსმენი, რომლებიც მძლეოსნობის პოპულარობას უზრუნველყოფენ.

ფეხბურთში ყოველთვის მიდის კამათი, ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში, მაგრამ არავინ კამათობს იმაზე, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი. ვფიქრობ,
ბევრი დრო გავა, სანამ გამოჩნდება ჩემნაირად ძლიერი, ვისაც შეეძლება ჩემი რეკორდების გაუმჯობესება".

შეგახსენებთ, რომ უსაინ ბოლტს ეკუთვნის მსოფლიოს რეკორდები 100 (9.58 წამი) და 200 (19.19) მეტრებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული