საწყის ორ მეოთხედში "დრიმ თიმმა" მხოლოდ 36 ქულა დააგროვა: თამაშიდან ნასროლი 40 ბურთიდან 12-მა მიაღწია მიზანს და 18-დან მხოლოდ ორი სამქულიანი ჩავარდა, აგრეთვე, ამერიკელმა ვარსკვლავებმა ექვსი საჯარიმო ააცილეს.
თამაშს უცნაური დასაწყისი ჰქონდა - ვენესუელამ ერთი ქულით წინ გასვლა მოახერხა (13:12), თუმცა მეტოქემ ამას 12:0 გაქცევით უპასუხა. ტაიმის ბოლოს კი მხოლოდ 10 ქულა
ვენესუელას ექნებოდა უფრო ღირსეული ანგარიშით წაგების შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგეზე უარესად ესროდა: პირველ ტაიმში თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი 21.9-ს (32-დან 7) უდრიდა. პირველ სამ მეოთხედში კი გუნდებმა ერთად 104 ტყორცნა შეასრულეს თამაშიდან და სულ რაღაც 29 ჩააგდეს (27.9 პროცენტი).
"ვენესუელა ჩვენს წინააღმდეგ ბოლომდე იხარჯებოდა. მოწინააღმდეგე სწორედ იმ სტილში მოქმედებდა, როგორსაც მეტოქეებისგან რიო-დე-ჟანეიროში ველოდებით. ვენესუელა გვაიძულებდა ბურთის ყოველი ფლობისას დაახლოებით 20 წამი დაგვეცვა თავი. ცდილობდნენ შეტევების რაოდენობის შემცირებას და დროის "მოკვლას". რა თქმა უნდა, კარგად ვერ ვითამაშეთ, რაშიც მეტოქის დამსახურება დიდია. მათ შეძლეს და საკუთარი ტემპი მოგვახვიეს თავს", - განაცხადა მატჩის შემდეგ, ამერიკელთა დამრიგებელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ.
"დრიმ თიმს" ხვალ ბოლო ამხანაგური შეხვედრა ელოდება ჰიუსტონში ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ. 6 აგვისტოს კი ფავორიტი ოლიმპიადაზე გამოსვლას ჩინეთთან მატჩით დაიწყებს.
აშშ-ვენესუელა 80:45
20:12, 16:6, 20:13, 24:14
ა: ირვინგი (13), ტომპსონი (13), დურანტი (9), ჯორდანი (8+6 მოხსნა+4 დაფარება), დეროზანი (8).
ვ: კოქსი (14), ხ. ვარგასი (8), გუილენგი (5).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"