"საკუთარ გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე ოლიმპიადაზე ვითამაშო ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. უკვე რიოში ვარ, ვარჯიშმა ასე თუ ისე კარგად ჩაიარა. ეს არ არის იდეალური სიტუაცია: ყოველთვის არსებობს რისკი.
ვარჯიშების მხრივ, ორშაბათი და სამშაბათი ყველაზე ინტერსიური დღეები იყო ჩემთვის ბოლო
უფრო ადრე, ესპანელმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს რიოში მხოლოდ წყვილთა თანრიგში თამაშს.
ზაფხულის ოლიმპიადაზე ნადალი მამაკაცთა წყვილებში მარკ ლოპესთან ერთად ითამაშებს, მიქსტში - გარბინ მუგურუსასთან ერთად.
* * *
კიდევ უფრო დასუსტდა რიოს ოლიმპიადისთვის შვეიცარიის ნაკრები. ზაფხულის თამაშებზე სტენ ვავრინკამაც უარი განაცხადა.
"ძალიან ნაღვლიანი დღეა ჩემთვის. პეკინისა და ლონდონის შემდეგ, მინდოდა ბრაზილიაში თამაში. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. წარმატებას ვუსურვებ შვეიცარიელ სპორტსმენებს. მე მათ შორიდან ვუგულშემატკივრებ", - განაცხადა ვავრინკამ.
შვეიცარიელ ჩოგბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებს, რომელიც ცოტა ხნის წინ, ტორონტოს "მასტერსზე" გაიმიზეზა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, რიოში გამოსვლაზე უარი განაცხადა შვეიცარიის ნაკრების ორმა წევრმა - როჯერ ფედერერმა და ბელინდა ბენჩიჩმა.
ვავრინკა 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონია. მაშინ მან როჯერ ფედერერთან ერთად მოიგო წყვილთა თანრიგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"