"ეს არ იქნება მდიდრული შოუ. ვერ ნახავთ პეკინის გრანდიოზულობას, ათენის დიდ სპეცეფექტებსა და ლონდონის ექსცენტრულობასა და ტექნოლოგიებს. ეს იქნება უბრალო ცერემონია, მაგრამ ძალიან თანამედროვე. სპეცეფექტების გარეშეც შეიძლება ადამიანებს მომავალზე ელაპარაკო", - განაცხადა ბალიჩმა.
მან აღნიშნა, რომ გახსნის ცერემონია ორგანიზებულია ბრაზილიაში არსებული რთული ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით. როგორც ამბობენ, ოლიმპიადის გახსნა საორგანიზაციო კომიტეტს 21 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც
* * *
გუშინ, გაიმართა გახსნის ცერემონიის რეპეტიცია და რამდენიმე ფოტო ინტერნეტშიც მოხვდა. თურმე, რეპეტიციისას ერთ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი: მთავარ სტადიონზე აფეთქება მოხდა.
ერთ მომენტში, "მარაკანას" მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო საგანი შეამჩნიეს, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, ხელსაწყოების ყუთს ჰგავდა. საგნისკენ სპეციალური რობოტი გაუშვეს, რომელთან კონტაქტისას მოხდა კონტროლირებადი, მაგრამ ძალიან ხმამაღალი აფეთქება. საბედნიეროდ, არავის დაშავებულა.
გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს (თბილისი დროით - 6 აგვისტოს, ღამის 3 საათზე დაიწყება) გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"