რიო 2016: 6 აგვისტოს სრული ანონსი

AutoSharing Option
დღის ინტრიგები
6 აგვისტო
12 ფინალი

16:30 ველოსპორტი. კაცები. გუნდური რბოლა
17:30 ტყვიის სროლა. ქალები. პნევმატური შაშხანა. 10 მ.
22:30 ტყვიის სროლა. კაცები. პნევმატური პისტოლეტი. 10 მ.
00:00 ძიუდო. ქალები. 48 კგ.
00:07 მშვილდოსნობა. კაცები. გუნდური
00:20 ძიუდო. კაცები. 60 კგ.
00:45 ფარიკაობა. ქალები. დაშნა
02:00 ძალოსნობა. ქალები. 48 კგ
05:03 ცურვა. კაცები. 400 მ. კომპლექსური
05:30 ცურვა. კაცები. 400 მ. თავისუფალი
05:49 ცურვა. ქალები. 400 მ. კომპლექსური
06:24 ცურვა. ქალები. 4ხ100 მ. თავისუფალი

რიოს აუზში
ოთხი მედალი თამაშდება ცურვაში.

ქალებს
შორის 400 მეტრზე კომპლექსურში გამოკვეთილი ფავორიტია უნგრელი კატინკა ჰოშუ, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ მას შემდეგ, 400 და 200 მეტრზე კომპლექსურ დისციპლინებში მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხი ოქრო მოიგო და მოკლე აუზში მსოფლიოს ოთხი რეკორდი დაამყარა.

ჰოშუს მთავარი კონკურენტები უნდა იყვნენ ამერიკელები - მაია დირადო და ელიზაბეტ ბაისელი, აგრეთვე ესპანელი მირეია ბელმონტე.

* * *
მამაკაცებს შორის 400 მეტრზე კომპლექსურში 20 წელი ამერიკელები დომინირებდნენ - დოლანი, ფელპსი და ლოხტე შანსს არავის არ უტოვებდნენ. მაგრამ, ფელპსი ამ დისციპლინაში აღარ გამოდის, ლოხტემ შესარჩევი ვერ გაიარა, ამიტომაც, რიოში ფავორიტებად ორ იაპონელს ასახელებენ - ოქრო უნდა გაითამაშონ კოსუკე ჰაგინომ და დაივა სეტომ. მათ შორის გამარჯვებულის წინასწარმეტყველები რთულია: ჰაგინოს სეზონის საუკეთესო შედეგი აქვს, სამაგიეროდ, სეტომ ბოლო ოთხი სტარტიდან სამჯერ დაამარცხა თანამემამულე და ოლიმპიურ ციკლში მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხი ოქრო მოიგო.

* * *
მამაკაცებს შორის 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ფინალი გველოდება. წელს, რვა მოცურავემ შეძლო 3.45 წუთიდან გამოსვლა. თუმცა გამოკვეთილი ფავორიტი ორია - მსოფლიოსა და ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი სუნ იანი ჩინეთიდან და ავსტრალიელი მაკ ჰორტონი. სწორედ ამ უკანასკნელს აქვს სეზონის საუკეთესო დრო - 3.41,65. თუმცა, შარშან, ავსტრალიელმა წააგო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იანთან.

* * *
ბოლო დისციპლინა, რომელშიც მედლები გათამაშდება, ქალებს შორის 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაა. ბევრის აზრით, აქ გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილი. უფრო მეტიც, კეიტ და ბრონტე კემპბელებისგან, მაკეონისგან და სიბომისგან მსოფლიოს რეკორდით მოგებას ელოდებიან. ავსტრალიის ბრწყინვალე ოთხეული ფლობს ლონდონის ოლიმპიურ ოქროს, არის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და 2014 წელს, მსოფლიოს რეკორდი აქვს დამყარებული. წინასწარი ვარაუდით, ავსტრალიამ მთავარ კონკურენტებს - აშშ-სა და ჰოლანდიას სამ წამზე მეტი უნდა მოუგონ.

სხვა სტარტები
- 2016 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ოქრო ქალებს შორის 10 მეტრიდან პნევმატური შაშხანით სროლაში გათამაშდება. ეს ის დისციპლინაა, რომლის რეიტინგშიც ჩინელი მსროლელები დომინირებენ.

- ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონი კრის ფრუმი შეეცდება ოლიმპიადაზე გააგრძელოს წარმატებული სეზონი. რიოს ტრასაზე არის ამაღლებები, ქვაფენილიანი ზედაპირი... ველომრბოლები კოპაკაბანაზეც გაივლიან. ბრიტანელ ფრუმს კი სერიოზული კონკურენტები ეყოლება: ტურ დე ფრანსის მეორე პრიზიორი რომენ ბარდე (საფრანგეთი), საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლელი ადამ ეიტსი (ბრიტანეთი), ჯირო დ'იტალიას ჩემპიონი ვინჩენცო ნიბალი (იტალია), რიჩი პორტი (ავსტრალია), ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი), ბაუკე მოლემა (ჰოლანდია)...

- ოლიმპიადაზე დებიუტი ექნება რაგბის VII-ს. "დეოდოროს" კომპლექსში ქალი მორაგბეები დაიწყებენ სამდღიან ტურნირს.

- ქალებს შორის ფრენბურთის ტურნირზე მასპინძელი ბრაზილიისა და კამერუნის შეხვედრაა გამორჩეული. კამერუნმა აფრიკის ჩემპიონატში სენსაციურად დაამარცხა ეგვიპტე და დებიუტი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე. აფრიკული გუნდი სამი თვით ადრე ჩავიდა ბრაზილიაში და სიურპრიზით იმუქრება.

- დღეს პირველი თამაში აქვს "დრიმ თიმს". აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადას ჩინეთთან მატჩით ხსნის, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ამხანაგურ მატჩში ორჯერ გაანადგურა - 49 და 50 ქულის სხვაობით.

6 აგვისტო (სრული კალენდარი)
15:30-16:30 აკადემიური ნიჩბოსნობა. ერთადგილიანი წყვილმოსასმელიანი. კაცები. კვალიფიკაცია
15:30-16:30 ტყვიის სროლა. პნევმატური შაშხანა. 10 მ. ქალები. კვალიფიკაცია
16:00-17:40 მშვილდოსნობა. გუნდური. კაცები. 1/8 ფინალი
16:00-16:50 ფარიკაობა. დაშნა. ქალები. 1/32 ფინალი
16:00-18:15 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. ქალები. წინასწარი რაუნდი
16:00 წყალბურთი. კაცები. სერბეთი-უნგრეთი (A)
16:30 ფრენბურთი. ქალები. იაპონია-ს. კორეა (A)
16:30-22:57 ველოსპორტი. გუნდური რბოლა. კაცები. ფინალი
16:30 ხელბურთი. ქალები. ნორვეგია-ბრაზილია (A)
16:30-17:30 აკადემიური ნიჩბოსნობა. ერთადგილიანი წყვილმოსასმელიანი. ქალები. კვალიფიკაცია
16:45-18:15 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. წინასწარი რაუნდი

17:00-17:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. იტალია-ავსტრია (A)
17:00-18:08 ძიუდო. 48 კგ. ქალები. 1/16 ფინალი
17:00-19:40 ძიუდო. 60 კგ. კაცები. 1/32 ფინალი
17:00-23:02 ცხენოსნობა. სამჭიდი. ინდივიდუალური. ცხენის გაწვრთნა. I დღე
17:00-23:02 ცხენოსნობა. სამჭიდი. გუნდური. ცხენის გაწვრთნა. I დღე
17:00 ბალახის ჰოკეი. კაცები. არგენტინა-ჰოლანდია (B)
17:15-19:05 ფარიკაობა. დაშნა. ქალები. 1/16 ფინალი
17:20 წყალბურთი. კაცები. აშშ-ხორვატია (B)
17:30-18:00 ტყვიის სროლა. პნევმატური შაშხანა. 10 მ. ქალები. ფინალი
17:30-18:00 აკადემიური ნიჩბოსნობა. ორადგილიანი ცალმოსასმელიანი. კაცები. კვალიფიკაცია
17:30-20:00 სპორტული ტანვარჯიში. გუნდური მრავალჭიდი. კაცები. კვალიფიკაცია
17:30-20:00 სპორტული ტანვარჯიში. ინდივიდუალური მრავალჭიდი. კაცები. კვალიფიკაცია

18:00-18:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. ბრაზილია-კანადა (A)
18:00 რაგბი. ქალები. საფრანგეთი-ესპანეთი (B)
18:00-18:45 კრივი. 49 კგ. კაცები. წინასწარი (3 ბრძოლა)
18:00-18:30 აკადემიური ნიჩბოსნობა. ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი. ქალები. კვალიფიკაცია
18:00 ბალახის ჰოკეი. კაცები. ინდოეთი-ირლანდია (B)
18:00 ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. 1/32 ფინალი
18:00 ჩოგბურთი. წყვილები. კაცები. 1/16 ფინალი
18:00 ჩოგბურთი. ერთეულები. ქალები. 1/32 ფინალი
18:00 ჩოგბურთი. წყვილები. ქალები. 1/32 ფინალი
18:08-18:40 ძიუდო. 48 კგ. ქალები. 1/8 ფინალი
18:15-23:00 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. ქალები. I რაუნდი
18:30 რაგბი. ქალები. ზელანდია-კენია (B)
18:30 ხელბურთი. ქალები. ჰოლანდია-საფრანგეთი (B)
18:30-19:00 აკადემიური ნიჩბოსნობა. ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი. კაცები. კვალიფიკაცია
18:35 ფრენბურთი. ქალები. ჩინეთი-ჰოლანდია (B)
18:40-18:56 ძიუდო. 48 კგ. ქალები. 1/4 ფინალი
18:40 წყალბურთი. კაცები. საბერძნეთი-იაპონია (A)
18:45-19:30 კრივი. 60 კგ. კაცები. წინასწარი (3 ბრძოლა)

19:00-19:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. ავსტრალია-კოსტა რიკა (F)
19:00 კალათბურთი. ქალები. თურქეთი-საფრანგეთი (A)
19:00 რაგბი. ქალები. ბრიტანეთი-ბრაზილია (C)
19:00-19:30 აკადემიური ნიჩბოსნობა. ოთხადგილიანი ცალმოსასმელიანი (მსუბუქი). კაცები. კვალიფიკაცია
19:30 რაგბი. ქალები. კანადა-იაპონია (C)
19:30-20:15 კრივი. 81 კგ. კაცები. წინასწარი (2 ბრძოლა)
19:30-20:20 ფარიკაობა. დაშნა. ქალები. 1/8 ფინალი
19:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. ბელგია-ბრიტანეთი (A)
19:30-19:50 აკადემიური ნიჩბოსნობა. ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი. კაცები. კვალიფიკაცია
19:40-21:00 ძიუდო. 60 კგ. კაცები. 1/16 ფინალი
19:50-20:10 აკადემიური ნიჩბოსნობა. ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი. ქალები. კვალიფიკაცია

20:00-20:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. ესპანეთი-არგენტინა (B)
20:00-21:15 ტყვიის სროლა. პნევმატური პისტოლეტი. 10 მ. კაცები. კვალიფიკაცია
20:00 რაგბი. ქალები. აშშ-ფიჯი (A)
20:00-20:24 ცურვა. 400 მ. კომპლექსური. კაცები. კვალიფიკაცია
20:00-20:15 კრივი. 91 კგ. კაცები. წინასწარი (1 ბრძოლა)
20:00 წყალბურთი. კაცები. საფრანგეთი-ჩერნოგორია (B)
20:26-20:44 ცურვა. 100 მ. ბატერფლაი. ქალები. კვალიფიკაცია
20:30 რაგბი. ქალები. ავსტრალია-კოლუმბია (A)
20:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. ავსტრალია-ზელანდია (A)
20:45-21:05 ფარიკაობა. დაშნა. ქალები. 1/4 ფინალი
20:46-21:28 ცურვა. 400 მ. თავისუფალი. კაცები. კვალიფიკაცია

21:00-21:40 ძიუდო. 60 კგ. კაცები. 1/8 ფინალი
21:00-22:40 მშვილდოსნობა. გუნდური. კაცები. 1/4 ფინალი
21:15 კალათბურთი. ქალები. ჩინეთი-კანადა (B)
21:15 კალათბურთი. კაცები. ავსტრალია-საფრანგეთი (A)
21:30-22:00 ცურვა. 400 მ. კომპლექსური. ქალები. კვალიფიკაცია
21:30-00:00 სპორტული ტანვარჯიში. გუნდური მრავალჭიდი. კაცები. კვალიფიკაცია
21:30-00:00 სპორტული ტანვარჯიში. ინდივიდუალური მრავალჭიდი. კაცები. კვალიფიკაცია
21:40 ხელბურთი. ქალები. რუსეთი-ს. კორეა (B)
21:40-22:00 ძიუდო. 60 კგ. კაცები. 1/4 ფინალი

22:00 ფეხბურთი. ქალები. კანადა-ზიმბაბვე (F)
22:00 ფრენბურთი. ქალები. ბრაზილია-კამერუნი (A)
22:02-22:20 ცურვა. 100 მ. ბრასი. კაცები. კვალიფიკაცია
22:22-22:38 ცურვა. 4x100 მ. თავისუფალი. ქალები. კვალიფიკაცია
22:30-23:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. ბრაზილია-ჩეხეთი (B)
22:30-22:45 ძიუდო. 60 კგ. კაცები. მანუგეშებელი
22:30-22:45 ძიუდო. 48 კგ. ქალები. მანუგეშებელი
22:50-23:04 ძიუდო. 48 კგ. ქალები. 1/2 ფინალი
22:30-23:00 ტყვიის სროლა. პნევმატური პისტოლეტი. 10 მ. კაცები. ფინალი
22:43-23:36 მშვილდოსნობა. გუნდური. კაცები. 1/2 ფინალი

23:00 რაგბი. ქალები. საფრანგეთი-კენია (B)
23:00-23:50 ფარიკაობა. დაშნა. ქალები. 1/2 ფინალი
23:00-03:30 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. I რაუნდი
23:30-23:40 ძიუდო. 60 კგ. კაცები. 1/2 ფინალი
23:30-00:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. აშშ-ყატარი (F)
23:30 რაგბი. ქალები. ზელანდია-ესპანეთი (B)
23:39-00:04 მშვილდოსნობა. გუნდური. კაცები. მე-3 ადგილისთვის
23:40-23:45 ძიუდო. 60 კგ. კაცები. მე-3 ადგილისთვის
23:40-23:44 ძიუდო. 48 კგ. ქალები. მე-3 ადგილისთვის
23:40 ხელბურთი. ქალები. ჩერნოგორია-ესპანეთი (A)
23:50-23:54 ძიუდო. 48 კგ. ქალები. მე-3 ადგილისთვის

00:00-00:04 ძიუდო. 48 კგ. ქალები. ფინალი
00:00 ბალახის ჰოკეი. ქალები. არგენტინა-აშშ (B)
00:00 რაგბი. ქალები. ბრიტანეთი-იაპონია (C)
00:00-00:45 კრივი. 49 კგ. კაცები. წინასწარი (3 ბრძოლა)
00:00 ფეხბურთი. ქალები. აშშ-საფრანგეთი (G)
00:05 ფრენბურთი. ქალები. აშშ-პუერტო რიკო (B)
00:07-00:32 მშვილდოსნობა. გუნდური. კაცები. ფინალი
00:10-00:15 ძიუდო. 60 კგ. კაცები. მე-3 ადგილისთვის
00:15-00:35 ფარიკაობა. დაშნა. ქალები. მე-3 ადგილისთვის
00:20-00:25 ძიუდო. 60 კგ. კაცები. ფინალი
00:30-01:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. ჰოლანდია-რუსეთი (B)
00:30 კალათბურთი. ქალები. ბრაზილია-ავსტრალია (A)
00:30 რაგბი. ქალები. კანადა-ბრაზილია (C)
00:45-01:05 ფარიკაობა. დაშნა. ქალები. ფინალი
00:45-01:30 კრივი. 60 კგ. კაცები. წინასწარი (3 ბრძოლა)

01:00 რაგბი. ქალები. აშშ-კოლუმბია (A)
01:00 ბალახის ჰოკეი. კაცები. კანადა-გერმანია (B)
01:00 ფეხბურთი. ქალები. გერმანია-ავსტრალია (F)
01:30-02:00 კრივი. 81 კგ. კაცები. წინასწარი (2 ბრძოლა)
01:30-02:30 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. ჰოლანდია-ვენესუელა (F)
01:30 რაგბი. ქალები. ავსტრალია-ფიჯი (A)
01:30-04:00 სპორტული ტანვარჯიში. გუნდური მრავალჭიდი. კაცები. კვალიფიკაცია
01:30-04:00 სპორტული ტანვარჯიში. ინდივიდუალური მრავალჭიდი. კაცები. კვალიფიკაცია

02:00-02:15 კრივი. 91 კგ. კაცები. წინასწარი (1 ბრძოლა)
02:00 კალათბურთი. კაცები. ჩინეთი-აშშ (A)
02:00-03:40 ძალოსნობა. 48 კგ. ქალები. A ჯგუფი
02:00 ფეხბურთი. ქალები. ს. აფრიკა-ჩინეთი (E)
02:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. ესპანეთი-ბრაზილია (A)
02:30 წყალბურთი. კაცები. ესპანეთი-იტალია (B)
02:45 კალათბურთი. ქალები. ბელარუსი-იაპონია (A)
02:50 ხელბურთი. ქალები. რუმინეთი-ანგოლა (A)

03:00 ფეხბურთი. ქალები. კოლუმბია-ახ. ზელანდია (G)
03:30 ბალახის ჰოკეი. ქალები. ბრიტანეთი-ავსტრალია (B)
03:30 ფრენბურთი. ქალები. რუსეთი-არგენტინა (A)
03:30-05:00 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. ქალები. II რაუნდი
03:50 წყალბურთი. კაცები. ბრაზილია-ავსტრალია (A)

04:00-04:30 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. პოლონეთი-გერმანია (B)
04:50 ხელბურთი. ქალები. შვედეთი-არგენტინა (B)

05:00-05:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. ესპანეთი-ავსტრია (F)
05:03-05:11 ცურვა. 400 მ. კომპლექსური. კაცები. ფინალი
05:11-05:23 ცურვა. 100 მ. ბატერფლაი. ქალები. 1/2 ფინალი
05:00 ფეხბურთი. ქალები. ბრაზილია-შვედეთი (E)
05:30-05:38 ცურვა. 400 მ. თავისუფალი. კაცები. ფინალი
05:30 კალათბურთი. კაცები. ვენესუელა-სერბეთი (A)
05:35 ფრენბურთი. ქალები. სერბეთი-იტალია (B)
05:49-05:57 ცურვა. 400 მ. კომპლექსური. ქალები. ფინალი
06:00-06:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. შვეიცარია-ჩინეთი (C)
06:05-06:15 ცურვა. 100 მ. ბრასი. კაცები. 1/2 ფინალი
06:24-06:32 ცურვა. 4x100 მ. თავისუფალი. ქალები. ფინალი
07:00-07:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. აშშ-ავსტრალია (C)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული