რიო 2016. ჩოგბურთი. პირველივე წრეში: ჯოკოვიჩი-დელ პოტრო

AutoSharing Option
გუშინ, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის წილისყრა გაიმართა და პირველივე წრეში ფანტასტიკური დაპირისპირება გველოდება. პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩი არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროს შეხვდება.

ეს ჩოგბურთელები 2012 წლის ოლიმპიადაზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ, მესამე ადგილისთვის მატჩში, დელ პოტრომ შეძლო სერბის დამარცხება.

მეორე ნომერი, ბრიტანელი ენდი მარეი ოთხი წლის წინ მოპოვებული ტიტულის დაცვას სერბ ვიქტორ ტროიცკისთან მატჩით დაიწყებს. მესამე ნომერი რაფაელ ნადალი ბადეში ჯოკოვიჩის მხარეს მოხვდა და არგენტინელ ფედერიკო დელბონისს შეხვდება. მეოთხე ნომრად განთესილი კეი ნიშიკორის მეტოქე იქნება ესპანელი ალბერტ რამოსი.

რაც
შეეხება ქალების ტურნირს, აქ პირველ ოთხ ნომრად განთესილ ჩოგბურთელებს შემდეგი მეტოქეები ერგოთ: სერენა უილიამსი დარია გავრილოვას დაუპირისპირდება, ანჟელიკ კერბერი - მარიანა მარინოს, გარბინ მუგურუსა - ელენა იანკოვიჩს და აგნიეშკა რადვანსკა - სასაი ჟენგს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული