რიო 2016. მშვილდოსნობა: ქართველი ქალები პლეი ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის პლეი ოფის საგზური ბოლო ადგილით მოიპოვეს - 5 აგვისტოს გამართული სარეიტინგო რაუნდი 1831 ქულით დაასრულეს, რაც ზუსტად მე-12 შედეგი აღმოჩნდა.

პლეი ოფის შეხვედრები ქალებში 7 აგვისტოს დაიწყება, ჩვენების პირველი მეტოქე კი მექსიკის საკმაოდ ძლიერი ნაკრებია. ამათში მოგებულს მეოთხედფინალში ტაივანის ნაკრები ელოდება.

ჩვენი ქალებიდან შესარჩევი ეტაპი ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძემ ჩაატარა - 625 ქულა დააგროვა, რაც 34-ე შედეგი აღმოჩნდა. ქრისტინე ესებუა 612-ით 45-ზე გავიდა, ხოლო იულია ლობჟანიძე 594 ქულით 57-ზე დარჩა.

პირად პირველობაში პლეი ოფი
10 აგვისტოს, ბრაზილიის დროით 10.57 საათზე დაიწყება. ლობჟანიძე 1/32-ედფინალში მექსიკელ ალექსანდრა ვალენსიას შეხვდება, ესებუა - ინდოელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ დეეპიკა კუმარის, ნარიმანიძე - უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას.
მკითხველის კომენტარები / 9 /
სირცხვილია ბოლო ადგილზე გასვლა
levan mamrikishvili
07 აგვისტო 2016 17:06
0
ესენი ჰოროსკოპით არიან მშვილდოსნები?
გიორგი
07 აგვისტო 2016 11:28
0
ვა ასე ძლიერი ნაკრები გვყავს მშვილდოსნებს ბოლოზე რომ გადიან მასე ბოლოზე მეც გავალ წავეყვანე :D ლიცენზია აჩუქეს ალბად
ბექა გიგაური
06 აგვისტო 2016 23:09
0
შედი ქალო კუხნაში... სასტავია :)
:)
06 აგვისტო 2016 13:32
0
სულ 12 გუნდი გამოდიოდა და ყველა გადიოდა პლეიოფში. პრინციპში, შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც პრაქტიკულად ყველა მეტოქე (ალბათ, ბრაზილიის გარდა) ძლიერია და ყველაფერი კონკრეტულ დღეზეა დამოკიდებული, მაგრამ კარგი იქნება, თუ რედაქცია ზღაპრებს თავს დაანებებს და სწორ ინფორმაციას მოგვაწვდის.
Teimuraz
06 აგვისტო 2016 13:28
0
თქვენ გინდათ თქვათ, რომ რაიმე შანსი არსებობდა, პლეიოფში ვერ მოხვედრილიყვნენ? სულ 12 გუნდი მონაწილეობდა და 12-ვე გადიოდა შემდეგ ეტაპზე, უბრალოდ გუნდების დაწყვილება მოხდა. დიდი მნიშვნელობა ამ შედეგს არ აქვს, რადგანაც ნებისმიერი მოწინააღმდეგე ძლიერია, მაგრამ ზღაპრებსაც ნუ ჰყვებით, თუ შეიძლება, რომ 12 გუნდში მე-12 ადგილის აღება დიდი მიღწევაა!
Teimuraz
06 აგვისტო 2016 13:18
0
გამარჯვებას გისურვებთ ქალბატონებო,თქვენ ეს შეგიძლიათ.
სოსო
06 აგვისტო 2016 12:32
0
წარმატებებს გისურვებთ.
მაია
06 აგვისტო 2016 00:26
0
გოგოებო, სრული სიმშვიდეა სამყაროში როცა თქვენ ასწორებთ სამიზნეს, უმიზნებთ ისარს. და ისვრით. ხათუნა, ქრისტინე და იულია, სამივე კარგი ადამიანები და სპორტსმენები ხართ, თქვენ შეგიძლიათ გაიბრწყინოთ, შეგიძლიათ ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოთ. მეტოქეზე არც იფიქროთ, არ ღირს. მხოლოდ რიოს ცისფერ ცაზე გაბრწყინებულ ოქროსფერ მზეზე და სამიზნეზე იფიქრეთ. გამარჯვებას გისურვებთ!
ლუკა
06 აგვისტო 2016 00:12
0

სიახლეები პოპულარული