რიო 2016. მშვილდოსნობა: ქართველი ქალები პლეი ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის პლეი ოფის საგზური ბოლო ადგილით მოიპოვეს - 5 აგვისტოს გამართული სარეიტინგო რაუნდი 1831 ქულით დაასრულეს, რაც ზუსტად მე-12 შედეგი აღმოჩნდა.

პლეი ოფის შეხვედრები ქალებში 7 აგვისტოს დაიწყება, ჩვენების პირველი მეტოქე კი მექსიკის საკმაოდ ძლიერი ნაკრებია. ამათში მოგებულს მეოთხედფინალში ტაივანის ნაკრები ელოდება.

ჩვენი ქალებიდან შესარჩევი ეტაპი ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძემ ჩაატარა - 625 ქულა დააგროვა, რაც 34-ე შედეგი აღმოჩნდა. ქრისტინე ესებუა 612-ით 45-ზე გავიდა, ხოლო იულია ლობჟანიძე 594 ქულით 57-ზე დარჩა.

პირად პირველობაში პლეი ოფი
10 აგვისტოს, ბრაზილიის დროით 10.57 საათზე დაიწყება. ლობჟანიძე 1/32-ედფინალში მექსიკელ ალექსანდრა ვალენსიას შეხვდება, ესებუა - ინდოელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ დეეპიკა კუმარის, ნარიმანიძე - უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას.
მკითხველის კომენტარები / 9 /
სირცხვილია ბოლო ადგილზე გასვლა
levan mamrikishvili
17:06 07-08-2016
0
ესენი ჰოროსკოპით არიან მშვილდოსნები?
გიორგი
11:28 07-08-2016
0

სიახლეები პოპულარული