- რიო 2016. მშვილდოსნობა: ქართველი ქალები პლეი ოფში გავიდნენ
6 აგვისტო ორმაგად დატვირთული დღეა ჩვენი ოლიმპიელებისთვის. დღეს ჩვენი მშვილდოსნები ისვენებენ, რადგან ოლიმპიადაზე ვაჟთა გუნდური ტურნირის პლეი ოფი ჩატარდება, სამაგიეროდ, საქმეში ჩაებმებიან ძიუდოისტები
ძიუდოში ჩვენგან 60 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს (ძიუდოში შეჯიბრებები თბილისის დროით 17 საათზე იწყება).
სროლაში კი ვაჟები პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გამოვლენ. ჩვენგან ცეცხლის ხაზზე ოლიმპიადის დებიუტანტი და ქართველთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელი, 19 წლის ცოტნე მაჭავარიანი დადგება. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება, ფინალი - ნახევარი საათის შემდეგ.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუყწებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
- რიო 2016: 6 აგვისტოს სრული ანონსი