რიო 2016: სამხედრო პოლიციამ ოლიმპიადით უკმაყოფილო 35 ბრაზილიელი დააკავა

AutoSharing Option
ბრაზილიის სამხედრო პოლიციამ სან-პაულუში გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციის შემდეგ 35 ადამიანი დააკავა.

აქცია რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური თამაშების გამართვის წინააღმდეგ ჩატარდა. ასზე მეტი ბრაზილიელი, რომელიც უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ოლიმპიადის ჩატარებით, ქუჩაში გამოვიდა. როდესაც მომიტინგეები ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. პასუხად აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს.

ანალოგიური საპროტესტო აქცია ჩატარდა მარაკანას სტადიონის სიახლოვესაც, სადაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა.

- რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა [VIDEO+PHOTO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული