რიო 2016: ამირან პაპინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონს მოუგო და ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ამირან პაპინაშვილი, რომელმაც სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალშია.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან გამართა და იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი მოგვიანებით დაიწყება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ
ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 70 /
საღამოს ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
DDD
06 აგვისტო 2016 22:15
0
https://www.youtube.com/watch?v=IBARx3mnV98 აგერ ვიდეო ჩანაწერი. ლურჯი ჩვენია
zzz
06 აგვისტო 2016 22:10
0
https://www.youtube.com/watch?v=IBARx3mnV98

აქ არის ბოლო ცჰიდაობა.ლურჯიო ცჰვენია
dato
06 აგვისტო 2016 22:10
0
ვულოცავ მთელ საქართველოს!!!
რომელ საათზეა ვინმემ იცის?
daviti
06 აგვისტო 2016 22:07
0
სამაგიეროდ გვაცჩვენებენ ცრუპენტელა პოლიტიკოსების რეკლამებს მხოლოდ იმას რო ფიქრობენ როგორ მოპარონ ხალხს ფული და ვინც საქართველოს სახელს ადიდებს სპორტით რატო უნდა აჩვენონ აბსურდის თეატრია პირველი არხი.
daviti
06 აგვისტო 2016 22:07
0
ამირანს და სრულიად საქართველოს წარმატებები !!! თქვე კაი ხალხო პირდაპირი რეპორტაჟი არ აჩვენეთ , ვიდეოჩანაწერი მაინც გვაყურებინეთ. სუყველა წინ მიდის განვითარებაში და ჩვენ რამდენი საუკუნით ვიხევთ უკან ?
ბესო72
06 აგვისტო 2016 22:04
0
ადმინ გძინავს თუ რითი ხარ დაკავებული?! რომელი საათიდანაა ნახევარფინალები ამდენ ადამიანს აინტერესებს და გვიპასუხო ქნებ!
Dato
06 აგვისტო 2016 22:01
0
პოლიტიკამ ტვინი ....  რატომ არ გვაყურებინეთ ქართველის გამოსვლა? რას გვაბოლებთ ტყუილებით? დახურეთ ეს ბანძი არხი
guro
06 აგვისტო 2016 21:59
0
რომელცაადზეაა ცჰიდაობა
irakli
06 აგვისტო 2016 21:55
0
დაგვცინის I არხი!!!
tngh
06 აგვისტო 2016 21:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული