რუსეთი რიოს პარალიმპიური თამაშებიდან მთლიანად მოიხსნა

AutoSharing Option
ვერცერთი რუსი პარალიმპიელი სპორტსმენი ვერ მიიღებს მონაწილეობას რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებში. ამის შესახებ 7 აგვისტოს განაცხადა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ფილიპ კრეივენმა.

"ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ მაკლარენის ანგარიშის შესწავლას, მოვუსმინეთ რუსულ მხარეს, რომელმაც ვერ შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება. ჩვენ დროებით შევაჩერეთ რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის წევრობა. ასე რომ, რუსეთის ნაკრებს არ დავუშვებთ პარალიმპიურ თამაშებზე", - განაცხადა კრეივენმა.

მან თანაგრძნობა გამოუცხადა რუს "სუფთა" პარალიმპიელებს, მაგრამ აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ იყო.

რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიური თამაშები 7-18 სექტემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული