"ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ მაკლარენის ანგარიშის შესწავლას, მოვუსმინეთ რუსულ მხარეს, რომელმაც ვერ შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება. ჩვენ დროებით შევაჩერეთ რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის წევრობა. ასე რომ, რუსეთის ნაკრებს არ დავუშვებთ პარალიმპიურ თამაშებზე", - განაცხადა კრეივენმა.
მან თანაგრძნობა გამოუცხადა რუს "სუფთა" პარალიმპიელებს, მაგრამ აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ იყო.
რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიური თამაშები 7-18 სექტემბერს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული