რიო 2016: ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალშია!

AutoSharing Option
8 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც ორი ორთაბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალშია.

ოლიმპიურმა და ევროპის 24 წლის ქართველმა ჩემპიონმა, რომელიც შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია სუფთად, შემდეგ კი - შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს.

1/4-ფინალში შავდათუაშვილი იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონოს შეხვდება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ლაშა კაი ბიჭი ხარ ძმა, წარმატებები და კიდევ ერთი სიხარული მოგეტანოს საქართველოსთვის.

ზრდილობიანი და კარგი ადამიანი ჩანხარ.
გიორგი უმადური
19:25 08-08-2016
0
წარმატებები ღმერთმა გაგაძლიეროს ძმაო. რომელ საათზე იწყება შემდეგი შეხვედრა?
algeti
19:35 08-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული