რიო 2016: ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
9 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ავთანდილ ჭრიკიშვილმა ნახევარფინალი დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილი ამერიკელ ტრევის სტივენსთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ავთოს მეტოქე ტაკანორი ნაკასე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი - სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა. 1/4-ფინალში ავთო იტალიელ მატეო მარკონჩინის შეხვდა და ვაზარ-იუკოთი მოუგო.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის
"პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ვფიქრობ ძალიან თამამი და გახსნილი ჭიდაობის შედეგია. ჭრიქის წინააღმდეგ ყველა ინდივიდუალურად ემზადება, შესწავლილი ყავთ დეტალურად, ყველა ტაქტიკურად ემზადება მის წინააღმდეგ. ავთო კი უფრო ძალისმიერი რესურსით ცდილობს დაჯაბნოს და ამას ხშირად თავდაჯერებულად და ხშირად "თავხედურადაც" აკეთებს, რაც არაერთხლე გამხდარა მისი დამარცხების მიზეზი. მასსაც უფრო მეტად ჭირდება ინდ. მიდგომა, რასაც აკეთებს კიდეც (მაგ.: ნაგასესთან, პიეტრისთან მიმართებაში) მაგრამ არა ამერიკელთან. ჯერ მაგრად ვინერვიულე მაგრამ მერე ძალიან შემეცოდა. ეს ჩემი სუბიექტური დილეტანტური "აზრი" კი გულნატკენი ქართველი კაცის მხოლოდ სიტყვებია და არა დამოკიდებულება ავთოს მიმართ. იმედია შეცდომებს აღარ გაიმეორებს და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველებს. წარმატებებს გისურვებ და ოლიმპიურ ოქროს შემდეგში.
Nugo
13:59 10-08-2016
0
ქულის გაკეთება უჭირდა ყველა მეტოქესთან და ყვითლებზე აკეთებდა აქცენტს. ყვითლები არ არის ჭრიკის საქმე, ჭრიკის საქმე ილეთებია.
dato
23:37 09-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული