თენაძემ ყურადღება ჭრიკიშვილის მარცხზე გაამახვილა:
- უკვე მეოთხე დღე გავიდა და თითქოს გუნდი არაა ცუდად მომზადებული. პაპინაშვილმა, რაც შეეძლო, იბრძოლა, მაგრამ ვერ გადაახტა საკუთარ თავს, მარგველაშვილმა და ჭრიკიშვილმა კი შეცდომა დაუშვეს. ვერ ვიტყვი, რომ ჭრიკიშვილი დაიღალა და ამის გამო წააგო. დამარცხდა იმ შეცდომის მიზეზით და მერე, ჩემი აზრით, ფსიქოლოგიურად ვეღარ განეწყო იაპონელთან საჭიდაოდ.
- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]
დღეს რაც მოხდა, ეს ყველასთვის მოულოდნელია. ამის მიუხედავად, ჭრიკიშვილი მაინც რჩება ამ წონაში ლიდერად. უბრალოდ, დღეს არ იყო მისი დღე, ფორტუნამ არ გაუმართლა, თორემ დარწმუნებული ვარ, სტევენსს ხვალ-ზეგ ისევ შეხვდება და კიდევ აჯობებს.
- რიო 2016. ძიუდო: ყველაზე მტკივნეული "მტკივნეული" [VIDEO]
ვფიქრობ, ჭრიკიშვილზე იმანაც ცუდად იმოქმედა, რომ ხუთჯერ ჰქონდა აქამდე ამერიკელთან მოგებული, უკვე ფინალზე ფიქრობდა და ამიტომაც დაისაჯა. ალბათ, ტრავმებმაც თავისი როლი ითამაშა, მომზადება სრულყოფილად ვერ გაიარა და უჭირდა ილეთების გაკეთება - ვერ აკეთებდა ამოსმულს, ბრუნს... რაც იჭიდავა, ძირითადად, გამოცდილების ხარჯზე.
ის ჯერ ახალგაზრდაა და ვფიქრობ, კიდევ არაერთხელ გაგვახარებს წარმატებებით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"