გია თენაძე: უბრალოდ, ეს არ იყო ჭრიკიშვილის დღე

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლის შეფასება ოლიმპიურ და მსოფლიოს პრიზიორს, ამჟამად საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელ გია თენაძეს სთხოვა.

თენაძემ ყურადღება ჭრიკიშვილის მარცხზე გაამახვილა:

- უკვე მეოთხე დღე გავიდა და თითქოს გუნდი არაა ცუდად მომზადებული. პაპინაშვილმა, რაც შეეძლო, იბრძოლა, მაგრამ ვერ გადაახტა საკუთარ თავს, მარგველაშვილმა და ჭრიკიშვილმა კი შეცდომა დაუშვეს. ვერ ვიტყვი, რომ ჭრიკიშვილი დაიღალა და ამის გამო წააგო. დამარცხდა იმ შეცდომის მიზეზით და მერე, ჩემი აზრით, ფსიქოლოგიურად ვეღარ განეწყო იაპონელთან საჭიდაოდ.

შავდათუაშვილს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში.

- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]

დღეს რაც მოხდა, ეს ყველასთვის მოულოდნელია. ამის მიუხედავად, ჭრიკიშვილი მაინც რჩება ამ წონაში ლიდერად. უბრალოდ, დღეს არ იყო მისი დღე, ფორტუნამ არ გაუმართლა, თორემ დარწმუნებული ვარ, სტევენსს ხვალ-ზეგ ისევ შეხვდება და კიდევ აჯობებს.

- რიო 2016. ძიუდო: ყველაზე მტკივნეული "მტკივნეული" [VIDEO]

ვფიქრობ, ჭრიკიშვილზე იმანაც ცუდად იმოქმედა, რომ ხუთჯერ ჰქონდა აქამდე ამერიკელთან მოგებული, უკვე ფინალზე ფიქრობდა და ამიტომაც დაისაჯა. ალბათ, ტრავმებმაც თავისი როლი ითამაშა, მომზადება სრულყოფილად ვერ გაიარა და უჭირდა ილეთების გაკეთება - ვერ აკეთებდა ამოსმულს, ბრუნს... რაც იჭიდავა, ძირითადად,  გამოცდილების ხარჯზე.

ის ჯერ ახალგაზრდაა და ვფიქრობ, კიდევ არაერთხელ გაგვახარებს წარმატებებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ავთო მეც მაგრად გამიტყდა მეც მაგრად ვინერვიულე და განვიცადე და წარმომიდგენია შენ რას გრძნობდი და როგორი გულ დაწყვეტილი იყავი...ეგ არაფერი შენ მაგაზე გული არ გაიტეხო გენაცვალე გულში კაცობაში ადამიანობაში და ქართველობაში მეც ცრემლები წამომივიდა...არ ვიცი ჩემი ერთი რიგითი ქართველის ეს კომენტარი რამდენად გაგამხნევებს მაგრამ მთელი გულით ვეცადე და ყოველთვის გიგულშემატკივრებ იმიტომ რომ გულს და სულს დებ როდესაც საჭიდაოდ გადიხარ და ბევრჯერ გაგიხარებია ჩემი გული ბევრჯერ ასახელე ქართველები და საქართველო...მე ვამაყობ რომ შენნაირი ქართველი ადამიანი მყავს საქართველოში...უფალი გფარავდეს!!!
იაშკა
13:55 10-08-2016
0
ყველაფერი ხდება და ეხლა უნდა დავუდგეთ ავთოს გვერდით ჩვენზე მეტად მას უნდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა მაგრამ ხდება ასეც სპორტია წარმატებები ავთო და იმედია მაინც გახდები ოლიმპიური ცემპიონი
murmani
14:30 10-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული