სტამი პირველ წრეში მონღოლ ნარანჯანგალ ცენდ-აიუშს შეხვდა. სტამმა მეტოქეს ჯერ იუკო აუღო, შემდეგ კი ვაზარიც მიითვალა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
სტამი მერვედფინალში კანადელ კელიტა ზუპანჩიჩს შეხვდება, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.