ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის და მსროლელთა ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ (19 წლის) 552 ქულა დააგროვა და 4 ქულა დააკლდა ფინალში გასვლამდე.
მაჭავარიანმა ყველაზე უკეთესად მესამე სერიაში ისროლა, სადაც 95 ქულა დააგროვა, სხვებში კი შედარებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა - 92, 91, 91, 93 და ბოლოს 90. ოდნავ მეტი იღბალი თუ გამართლება რომ ყოფილიყო, ფინალში გასვლაც შეიძლებოდა, თუმცა მეტი რა უნდა მოსთხოვო სპორტსმენს, რომელიც 50-მეტრიანი დისტანციისთვის 25-მეტრიან ტირში ემზადება.
ფინალში 2-2
მეორეზე 565-ით ჩინელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვეი პანია, მესამეზე - კორეელი სეუნგვოო ჰანი 562-ით. ფინალში მომდევნო ორი ადგილი 557 ქულით რუსმა მსოფლიოს სამგზის ბრინჯაოს მედალოსანმა ვლადიმირ გონჩაროვმა და ჩრდილო კორეელმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს მესამე პრიზიორმა სონგ გუკ კიმიმ გაინაწილეს, მერე კი 556-556 ქულით რიოში პნევმატურში გამარჯვებული ვიეტნამელი ხუან ვინ ჰოანი, სლოვაკი პავოლ კოპი და ჩინელთა ოლიმპიური პრიზიორი ჭივეი ვანი მოდიან.
მარტო ჩიდაობა ჟიუდო და კიდევ კანტიკუნტა რაგაჩეები ისიც ნაცნობობიტ და ნიკოლოზის დროინდელი სპორცმენებიტ პპტტტუუუიიიი