რიო 2016: სანდრო ბაზაძე 1/16-ფინალში კორეელთან დამარცხდა

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე 1/16-ფინალში დამარცხდა მოფარიკავე (ხმალი) სანდრო ბაზაძე, რომელმაც დაძაბული შეხვედრა კორეელ კიმ ჯუნჰვანთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 14:15 დათმო.

სტარტზე ხმლით ფარიკაობაში მოასპარეზე ქუთაისელმა სპორტსმენმა ბრაზილელი რენცო აგრესტა დამაჯერებლად დაამარცხა - 15:3.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ პირველად იასპარეზა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებებს ვუსურვებ ბაზაძეს სპორტულ კარიერაში. 4 წლის შემდეგ კიდე შეიძლება მოხვდეს ოლიმპიადაზე. ეს ოთხი წელი უნდა გამოიყენოს მოსამზადებლად.
ლუკა
04:50 11-08-2016
0
არაუშავს. წარმატებები სანდროს მომავალში.
ქართველი
09:19 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული