რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (-90) საქართველოს პირველი ვერცხლის, ჯამში კი მეორე მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73) დაისაკუთრა.

გადამწყვეტ შეხვედრაში 27 წლის ქართველი ძიუდოისტი იაპონელ მიშუ ბაკერს დაუპირისპირდა და იუკოთი დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვალერიმ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთკორეელი დონჰან გვაკი ორჯერ ვაზარზე დააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეოთხედფინალში კი მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი გაფრთხილებებით დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სასტარტო შეხვედრებში ლიპარტელიანმა ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი და ნაურუელი ოვინი უერა შებოჭა.

ხვალ, 11
აგვისტოს, ქართველ ძიუდოისტთაგან მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
შაგოლ ლიპაელიანი მგელი ხარ შენ შემოგევლე.როგორ გამახარე.საქარ5ველოს სიამაყე ხარ .
Lasha
00:36 11-08-2016
0
მგელი ხარ რიპარტელიანი.ეგრე გააგრძელე.ეგე5ი წაგება არაფერია შემოგევლე.საქართველოს სიამაყე ხარ
Lasha
00:38 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული