ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდება. პირველ მეტოქესთან შეხვედრამდე ღვინიაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა.
"საბრძოლო განწყობაზე ვარ. ოლიმპიადაზე ჩემი მიზანი ოქროს მედალია და დღეს სწორედ მისთვის ვიბრძოლებ. უფლის წყალობით, დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება", - განაცხადა ღვინიაშვილმა.
17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი