ბექა ღვინიაშვილი: დღეს ჩემი მიზანი ოქროს მედალია!

AutoSharing Option
დღეს, 11 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე ქართველ ძიუდოისტთაგან მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იბრძოლებს.

ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდება. პირველ მეტოქესთან შეხვედრამდე ღვინიაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

"საბრძოლო განწყობაზე ვარ. ოლიმპიადაზე ჩემი მიზანი ოქროს მედალია და დღეს სწორედ მისთვის ვიბრძოლებ. უფლის წყალობით, დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ ბექა ვამაყობ შენით.
rustavidan
11 აგვისტო 2016 18:33
0
მეც შენი იმედი მაქვს ბექა, ღმერთმაქ ხელი მოგიმართოს შვილო
თამაზი
11 აგვისტო 2016 17:22
0
ჩემო ბექა იცოდე,რომ ძიუდოში შენ ხარ ქართველი ხალხის ბოლო იმედი,შენ შემოგყურებს მთელი ქვეყანა,ძალიან გთხოვ სწორად წარმართე ბრძოლები,დღეს ძალასთან და მომზადებასთან ერთად მეტად ფასობს ბრძოლის დაგეგმვა,წარმართვაა,რაც ვერ შეძლეს ჩვენმა წინა გამოსულმა ფალავნებმა,ჩვენ არ ვითხოვთ შეუძლებელს,ჩვენ ამ სახეობაში დაგვაკმაყოფილებს მხოლოდ ოქრო,არა მარტო ძიუდოში,არამედ საერთოდ ჭიდაობებში,ასევე ოქროს ვითხოვთ ძალოსნობაში,გვეყო ტყვიის სროლაში და მშვილდოსნობაში უპასუხისმგებლო გამოსვლები,ნორმალური ადამიანი არ მოითხოვს ამ ეტაპზე მედლებს ცურვაში,ტანვარჟიში,მძლეოსნობაში და სხვა სახეობებში,ეს სახეობები ჩვენთან არ არის სათანადოდ განვითარებული და ბევრი თანხები არ იხარჯება ამ სახეობებში,ხოლო ნუ გეწყინებათ ზოგ-ზოგებს,მე მხედველობაში ჯერ ოლიმპიელები მყავს და მერე სხვები,რაშიც იხარჯება ნორმალური ფული და განვითარებულია ის სახეობები,რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე,აქ მხოლოდ და მხოლოდ ოქრო იქნება მისაღები,ამიტომ შვილო ბექა გაითვალისწინე ყველაფერი და ეცადე დღეს გაახარო შენი ქვეყანა და ყველასგან მოტყუებული და მიტოვებული ქართველი ხალხი,გფარავდეს უფალი.
roma
11 აგვისტო 2016 17:16
0
კიდევ ერთხელ: მჯერა შენი, ოღონდ მეშენია შენი თავზეხელაღებული გამბედაობის, მაინც იფრთხილე და ლაჩარი რომ არა ხარ, ყველამ ისედაც ვიცით.
zurab
11 აგვისტო 2016 17:09
0
არა შენ თუ მაგას შეასრულებ ძმაო შენ იქნები ლეგენდა ლეგენდათა შორის
au
11 აგვისტო 2016 17:07
0
ყოჩაღ ბექა ღმერთმა ხელი მოგიმართოს მიდი აგორავე ბურთივით ყველა.
ბექა ღვინიაშვილს
11 აგვისტო 2016 17:01
0
ამინ!
1
11 აგვისტო 2016 16:57
0
ამინ. გისმინოს ღმერთმა
დათო
11 აგვისტო 2016 16:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული