რიო 2016: ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
11 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ძიუდოისტთა ტურნირში წარმატებით ჩაება ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (100), რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალში ფრანგ სირილე მარეტის შეხვდა და ვაზარით დამარცხდა. ღვინიაშვილი ამ წაგების შემდეგ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ექნება. რეპეშაჟში იაპონელ რაინოსუკე ჰაგას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ღვინიაშვილი ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო. ღვინიაშვილმა მეტოქეს ჯერ იუკო აუღო შემდე ვაზარი და ბოლო იპონზეც დააგდო.

აქამდე კი 20 წლის ღვინიაშვილი, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა სადებიუტოა, პირველ წრეში
ისვენებდა. მეორე წრეში ის ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდა და სუფთად გაიმარჯვა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მაგარი პერსპექტიული ბიჭია.ეს ნამდვილად ჩემპიონი იქნება მ9მავალში...მაგარი კაცია...
გია
21:24 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული