შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე 23 წლის ქართველმა მოფარიკავემ სტარტზე ხმლით ფარიკაობაში მოასპარეზე ბრაზილიელი რენცო აგრესტა დამაჯერებლად დაამარცხა - 15:3, შემდეგ კი 1/16-ფინალში კორეელ კიმ ჯუნჰვანთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 14:15 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ პირველად იასპარეზა.
"ძალიან დამწყდა გული. მაქსიმალურად მოვემზადე ოლიმპიადისთვის, მაგრამ სპორტი ურთულესი რამაა. ძლიერი უნდა იყო სპორტსმენი, ამას რომ გაუძლო. სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მივაღწიე - სულ
როგორც ჩანს, გუშინ ჩემი დღე არ იყო, მაგრამ ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნის რეალობად ქცევისთვის. ეს მიზანი კი ოლიმპიური ოქროა!
2017 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ამ ჩემპიონატისთვის მზადებას დავიწყებ და ვეცდები, საკუთარ კედლებში გამოვიჩინო თავი", - გვითხრა ბაზაძემ.
გააგრძელე ვარჯიში სანდრო. შემდეგ ოლიმპიადაზე მომატებული გექნება და მჯერა გაგვახარებ მედლით.