ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში იაპონელ რაინოსუკე ჰაგას შეხვდა და მხოლოდ ერთი გაფრთხილებით წააგო.
შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილი მეოთხედფინალში ფრან სირილე მარეტთან ვაზარით დამარცხდა.
აქამდე ღვინიაშვილი მერვედფინალში ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო. ღვინიაშვილმა მეტოქეს ჯერ იუკო აუღო შემდე ვაზარი და ბოლო იპონზეც დააგდო.
მანამდე კი 20 წლის ღვინიაშვილი, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა სადებიუტოა, პირველ წრეში ისვენებდა. მეორე წრეში ის ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდა და სუფთად გაიმარჯვა.