მაიკლ ფელპსი რომ ქვეყანა იყოს - რამდენ ქვეყანას უსწრებს მოცურავე

AutoSharing Option
ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქრო მოიპოვა და თავისი მონაგარი 21 ოქრომდე და 25 ოლიმპიურ მედლამდე აიყვანა. ლეგენდა XXI ოლიმპიადაზე კიდევ სამ დისციპლინაში აპირებს გამოსვლას.

ზაფხულის წლევანდელ თამაშებზე 205 ქვეყანა გამოდის და სააგენტო "როიტერმა" დაითვალა - ფელპსი ცალკე ქვეყანა რომ იყოს და საკუთარი დროშით გამოდიოდეს, ის ოლიმპიური მედლების ყველა დროის სიაში 39-ე ადგილზე იქნებოდა, ანუ 166 ქვეყანაზე მაღლა.

ხოლო რიოს ოლიმპიადის მედლების ცხრილში კი ერთშაბად მე-11 ადგილზე აღმოჩნდებოდა - საფრანგეთზე, ჰოლანდიაზე, ბელგიაზე, პოლონეთზე და სხვა სპორტულ ქვეყნებზე წინ.

ფელპსი სულ ხუთ ოლიმპიადაზე გამოდიოდა. 2000 წელს, სიდნეიში ის 15 წლის იყო და მხოლოდ 200 მეტრზე ბატერფლაიში იასპარეზა, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა. ასე რომ, თავისი 25 მედალი მაიკლმა ოთხ ოლიმპიადაზე მოიპოვა. განსაკუთრებით შემოსავლიანი მისთვის 2008 წლის თამაშები იყო, რომელშიც რვა ოქრო აიღო და ამით ერთ ოლიმპიადაზე აღებული ოქროების რაოდენობით ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

ფელპსმა რიოში ორი რეკორდი დაამყარა: 31 წლის ასაკში ის გახდა ოლიმპიურ თამაშებზე, ცურვაში, ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული ინდივიდუალურ გაცურვებში. გარდა ამისა, ის პირველი ოლიმპიელია, რომელმაც ზედიზედ ოთხ ოლიმპიადაზე მოიგო ერთზე მეტი ოქროს მედალი.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს ტიპი ასე ძლიერია. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოაშკარავდება, როგორც ველოსიპედისტ არმსტრონგთან მიმართებაში მოხდა. დღეს ანტიდოპინგური ასოციაცია მთლიანად ამერიკელების ხელშია, მაგრამ ყველაფერი გაირკვევა საბოლოო ჯამში. ღმერთმა იცის რას ჭამს ეს "მოცურავე".
belmondo
10:56 12-08-2016
0
შენც ჭამე და წადი და იცურავე , რეკორდები დაამყარე და მე შეგიგროვებ ხელმოწერებს , რომ ძეგლი დაგიდგან რესპუბლიკის მოედანზე. რა ღვარძლი და სიბოროტე გჭირთ, რა უბედურებაა? იქნებ მართლა ასეთი ნიჭიერია, არ გიფიქრია? ...
gela
11:18 12-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული