ლუბა გოლოვინა: გმადლობთ და ბოდიში, საქართველოს მედალი რომ ვერ მოვუტანე...

AutoSharing Option
ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გოლოვინამ გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულა, რითაც წინა, ლონდონის 2012 წლის თამაშებზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.

რიო 2016: ლუბა გოლოვინამ გამოსვლა რიოშიც მე-7 ადგილზე დაასრულა

"ჩემი მიზანი მედლის მოპოვება იყო, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ვიცი, ჩემი შესაძლებლობები - სხვა დროს უკეთ გამომსვლია, მაგრამ ეს ოლიმპიური თამაშებია და აქ ყველა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ტრავმები, ფსიქოლოგიური მომენტიცაა და, სამწუხაროდ, მსაჯების არაობიექტურობაც.

როგორც იცით,
ფეხის სერიოზული ტრავმა მქონდა. აქ ჩამოსვლისას ტრავმამ კვლავ შემახსენა თავი - ექიმის კაბინეტიდან არ გამოვდიოდი. მადლობა იმ ექიმებს, ვინც ყველაფერი გააკეთეს, რათა ნაკლები ტკივილი მეგრძნო.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო ამხელა მხარდაჭერისთვის. ბოდიში, რომ მედალი ვერ მოვუტანე საქართველოს. ძალიან ვეცადე, მაგრამ ამაზე არ გავჩერდები და ტოკიოსთვის ისე მოვემზადები, რომ შანსი არავის დავუტოვო!", - გვითხრა გოლოვინამ.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ამ გოგომ მე7 ადგილი დაიკავა მსოფლიოში მეშვიდეა! მასშინ როცა საქართველოში დარბაზი არ არის რომ მაღლა ახტომა შეეძლოს ,არადა ამ სპორტში ნახტომის სიმაღლეს აქვს უპირველესი მნიშვნელობა. დარვაზი არის დაბალი და ჭერს ხომ არ გაანგრევს? აბა როგორ ივარჯიშოს,რაზე საუბრობთ საერთოდ რა მედალზე ,ისედაც გმირობაა რომ ათეულში კი არა მეშვიდე გახდა. ძალიან მაგარი გოგოა, უმაგრესი წარმატებაა ასეთ უპირობაში კიდევ ასეთ უძლიერეს შედეგს მიაღწიო! გილოცავ ლიუბა ეს პირველი ადგილის ტოლფასია!
ეს პირველი ადგილის ტოლფასია!
14 აგვისტო 2016 20:26
0
კარგი გოგო ხარ!
andre
14 აგვისტო 2016 20:10
0
რა ათეულში?
მე-9 იყო რუსი და საფინალოში ვერ გავიდა. ლუბა მერვე იყო.
ხოლო ფინალურში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

კარგი სპორტსმენია გოლოვინა, უნდა შეეწყოს ხელი ვარჯიშებზე.
ლამაზად გამოვიდა, მიუხედავად ადგილისა.
14 აგვისტო 2016 17:44
0
მსოფლიოში არის კი სულ ბატუტზე ხტუნია

7 სპორტსმენი?
მე - 7 ადგილი - ეტო სუპერ !
14 აგვისტო 2016 13:49
0
ამ გოგოს ტრავმებზე უმკურნალონ, წესიერი მწვრთნელი უშოვონ და დარბაზში გათბობა ჩაურთონ...
სხვაფრივ, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მედლის შანსი ნამდვილად ექნება...ისე, ასაკი დიდი პრობლემა არცაა, ანა დოღონაძე 35 წლის ასაკში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (ჩვენდა სამწუხაროდ, გერმანიის სახელით)
enlili
13 აგვისტო 2016 21:48
0
ლუბა ბრწყინვალე ხარ, გაიხარე. ყველაფერი წინაა, ამ გარჯისთვისაც დიდი მადლობა.
gizog
13 აგვისტო 2016 19:54
0
მწვანე ბარათით არც ერთი ქართველი არ მოხვედრილა მგონი... მით უმეტეს ხორავა... დახურულ დარბაზებში ამ სეზონზე მსოფლიოში მესამე შედეგი უჩვენებია... რახან რეკლამირებული არაა, იმას არ ნიშნავს, დავაკნინოთ სპორტსმენი... ყველა სახეობა დასაფასებელია... სამწუხაროდ სახელმწიფო და მედია ვერ ახერხებს ან არ აკეთებს იმას, რომ სხვადასხვა სახეობის ღირსეული სპორტსმენები ხალხს გააცნოს... ამიტომაც ზერელედ მოიხსენიებენ მავანნი მათ...
კობა
13 აგვისტო 2016 15:22
0
Aq normativebzea da ara imaze shen wamoxval da shen darchebi!Sheasrula xoravam normativi da moxvda olimpiadaze da masac sheedzlo realurad finalshi gasvla... Ubralod mand ukve patar patara mizezebi moqmedebs tundac igive psiqologiuri ganwyoba im momentistvis da kidev bevri sxva rame sheidzleba yopiliyo rac ar vicit. Donis nakleboba araper shuashia, olimpiadaze xvdebian is sportsmenebi vinc olimpiadis dones sheesabameba, daumsaxureblad aravin aris wasuli braziliashi
Kggk
13 აგვისტო 2016 13:58
0
ოლიმპიადაზე მეშვიდე პოზიციაზე გასვლა მაგარია, თუმცა იმ მონაწილეებს შორის სულით ხორცამდე სილამაზეში და ტანადობაში ჩვენო ლუბა პირველი იყავი, ღმერთმა დაგლოცოს!
გაიხარე ლუბა
13 აგვისტო 2016 13:27
0
ოლიმპიურ ნაკრებში გოლოვინაზე ნაკლები დონის სპორტსმენები არ უნდა იყვნენ, რომელთაც რეალურად შეუძლიათ ათეულში მოხვედრა და თუ გაუმართლებთ ...
ხორავასა და აბრაჰამიანის დონისანი ოლიმპიადაზე თავმოყვარე ქვეყანას არ უნდა მიჰყავდეს ...
ლიპარტელიანის, ჭრიკიშვილის, ტალახაძის და ხინჩეგაშვილის დონის სსპორტსმენებს უფრო კვალიფიციური მწვრთნელ-ფსიქოლოგები სჭირდება
^**
13 აგვისტო 2016 13:10
0

სიახლეები პოპულარული