რიო 2016: ლუბა გოლოვინამ გამოსვლა რიოშიც მე-7 ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
12 აგვისტოს, რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ გამოსვლა მე-7 ადგილი დაასრულდა, რითაც წინა, ლონდონის 2012 წლის თამაშებზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.

შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადა გოლოვინასთვის მესამეა. 2008 წელს პეკინში მან მე-6 ადგილი დაიკავა, ოთხი წლის შემდეგ ლონდონში კი - მე-7.

თბილისელმა სპორტსმენმა, რომელმაც რიოში ტრავმით იასპარეზა, წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო შეჯიბრი, 98.285 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში ლუბამ 51.010 ქულა დაიმსახურა, რაც მეშვიდე შედეგი აღმოჩნდა.

ბატუტზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ კანადელი როსანა მაკლენანი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული