"თქვენ არ ხართ უკრაინის ღირსეული მოქალაქეები - მაგალითი აიღეთ შავდათუაშვილისგან!"

AutoSharing Option
უკრაინელმა პოლიტიკოსმა ირინა გერაშენკომ უკრაინელ სპორტსმენებს ქართველ ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილისგან მაგალითის აღება სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში რუსი და უკრაინელი ჩოგბურთელების ერთობლივი ფოტო გამოქვეყნდა. ამ ყველაფერმა უკრაინელი ერის კრიტიკა გამოიწვია. სპორტსმენებს კრიტიკა არც პოლიტიკოსებმა დააკლეს.

- აიღეთ მაგალითი შავდათუაშვილისგან! - უკრაინელები თავიანთ სპორტსმენებს

"ლაშას სახემ და ჟესტმა მთელ მსოფლიოს დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქისთვის რუსთან გამარჯვება.

მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე ვბრაზდები, რომ თქვენ მხოლოდ სპორტსმენები ხართ და არა უკრაინის ღირსეული მოქალაქეები. იმიტომ რომ მოქალაქეებს ამის
ახსნა არ სჭირდებათ, მათ თავად იციან ყველაფერი.

უკრაინას დღეს გამარჯვებები სჭირდება და არა თქვენი მეგობრული სელფი - მაგალითი აიღეთ ლაშა შავდათუაშვილისგან", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ვეჭვობ, რომ საიტის ადმინისტრაცია ჩემს პოსტს გაუშვებს, მაგრამ მაინც ვცდი. ის, რომ "პოლიტიკოსმა" ( მეეჭვება, რომ თანამედროვე უკრაინაში ასეთები არსებობენ), ქ-მა ირინე გერაშჩენკომ მოჭიდავე შავდათუაშვილის ჟესტს, პოლიტიკური ელფერი შესძინა, არ არის გასაკვირი.ჩემთვის და ჩემს მეგობარ-ახლობლისათვის (რომელნიც, ღვთის წყალობით მრავლად მყავს), სპორტსმენისათვის მიუღებელია ასეთი უკადრისი და უღირსი საქციელი, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკანების სასპეკულაციო თემად იქცა.
ego1
22:11 14-08-2016
0
რა იყო უღირსი საქციელი, თუმცა მონური სულის ადამიანებისატვის მიუღებელი იყო ლაშას ჟესტი..შენთვის ალბათ მიუღებელი იყო ცირეკიძის ჟესტი 2008-ში, როდესაც პერშინი შებოჭა...დაანებე თავი ოლიმპადას და ინდურ სერიალებზე გადადი, იქ არ მოგიშლიან ნერვებს...
asurbanifali
23:24 14-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული