აიღეთ მაგალითი შავდათუაშვილისგან! - უკრაინელები თავიანთ სპორტსმენებს

AutoSharing Option
გუშინ სოციალურ ქსელში რუსი და უკრაინელი ჩოგბურთელების ერთობლივი ფოტო გაჩნდა. ეს ყველაფერი არ მოეწონა უკრაინელ საზოგადოებას და სპორტსმენებისადმი კრიტიკა არ დაიშურეს.

რამდენიმე ჟურნალისტმა საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი უკრაინელი სპორტსმენებისგან არაა მისაღები. ჟურნალისტმა ოლეგ ნოვიკოვმა კი ეს ფოტო ლაშა შავდათუაშვილის ჟესტს შეადარა რუს ძიუდოისტ დენის იარცევთან.

"მარცხენა ფოტოზე ქართველმა ძიუდოისტმა რუსი დაამარცხა და სიმბოლურ ჟესტს აჩვენებს. თუ გავიხსენებთ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიც აქვს ოკუპირებული. მარჯვენა ფოტოზე კი ჩვენი სპორტსმენები არიან. რა შეიძლება ამაზე კიდევ ითქვას?", - წერს
ჟურნალისტი.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
უკრაინა არის ჩვენი სახლემწიფოს მეგობარი და რო იცოდეთ მათ სისხლი დაღვარეს ჩვენს ომებში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ. ვენაცვალე უკრაინელებს, ლაშას საქციელს რაც შეეხება,ძაან მაგარი იყო, ჩვენს ქვეყანაში უკვე საქართველოში იმდენად გაგიჟდა ხალხი დაუფარავად აცხადებენ პუტინის სიყვარულს. ლაშამ თავისი საქციელით თავისი ქვეყნის სიყვარულის უპირველეობაზე მიუთითა. ძაან მაგარი იქნებოდა ოქროსთვის ბრძოლა ყოფილიყო,
0
არც ლაშას და არც ჩვენ საპრეტენზიო არაფერი გვაქვს რუს სპორტსმენებთან, მაგრამ ეს ჟესტი მსოფლიოს და პირველ რიგში ოკუპანტი ქვეყნის მთავრობის მიმართულებით იყო, რომ ეს საქართველოა და თანასწორ ბრძოლაში დიახ შეგვიძლია გამარჯვება. მაგ თითის ქნევამ კი არ ჩაგვაგდო ეგეთ დღეში, რომ ხედავს პუტინი ზოგიერთის მონურ აზროვნებას,მიტომ ვართ ამ დღეში. აბა ერთსულოვნები ვიყოთ ქართველები ყველაფერში და ერთმანეთის არ შეგვშურდეს, ჩვენზე მაგარი ქვეყანა არ იქნება.
ფაშა ძლიერი
12:27 13-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული