კურიოზი: ოლიმპიადაზე ჯორჯია თუ მონაწილეობს, ალაბამამ რა დააშავა?!

AutoSharing Option
მას მერე, რაც ამერიკის შტატ ალაბამას სენატორმა ფრედ კალხუნმა ოლიმპიადის გახსნაზე ქართული დელეგაცია დაინახა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მისწერა წერილი, რომელსაც გამოცემა "დეილი მეილი" აქვეყნებს:

"ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ჩემს ოჯახთან ერთად ვუყურებდი და გაოგნებული დავრჩი, თურმე ჯორჯიის შტატისთვის უფლება მიუციათ, ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსულიყო.

ალაბამელი სპორტსმენები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერები არიან. ხუთი მილიონი თანაშტატელის სახელით გეკითხებით: დართავთ ალაბამას მომდევნო ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას, როგორც ჯორჯიას?"

"დეილი მეილის" ჟურნალისტები ამ წერილის გამოქვეყნებით არ დაკმაყოფილდნენ და ჯორჯიის შტატის სპორტულ ჩინოსნებს შეკითხვით მიმართეს: იციან თუ
არა, რომ მათი შტატის გუნდი ოლიმპიადაზე დამოუკიდებლად გამოდის.

აი, პასუხიც: "თუ ოლიმპიადაზე გუნდი გვყავს, წარმატებებს ვუსურვებთ. მედლებით ჩამოსულიყვნენ".

არც ამ შემთხვევაშია კომენტარი საჭირო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
აი ასეთ ტვინგაყინულებს ვეგლისებით ერთ ადგილას.ვაი უბედურო საქართველოოოო.კიდე გამო ება გინდა.?ამათ ხელის შემაყურე?და თან ეხვეწო ,,მიმიგლისეო".
gigusha
13:14 16-08-2016
0
მგონია,რომ ხუმრობაა,თუმცა პირიქითაც,რომ იყოს არც ეს გამიკვირდება.
duda
16:27 16-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული