"ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ჩემს ოჯახთან ერთად ვუყურებდი და გაოგნებული დავრჩი, თურმე ჯორჯიის შტატისთვის უფლება მიუციათ, ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსულიყო.
ალაბამელი სპორტსმენები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერები არიან. ხუთი მილიონი თანაშტატელის სახელით გეკითხებით: დართავთ ალაბამას მომდევნო ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას, როგორც ჯორჯიას?"
"დეილი მეილის" ჟურნალისტები ამ წერილის გამოქვეყნებით არ დაკმაყოფილდნენ და ჯორჯიის შტატის სპორტულ ჩინოსნებს შეკითხვით მიმართეს: იციან თუ
აი, პასუხიც: "თუ ოლიმპიადაზე გუნდი გვყავს, წარმატებებს ვუსურვებთ. მედლებით ჩამოსულიყვნენ".
არც ამ შემთხვევაშია კომენტარი საჭირო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"