USDailyMail-ის მიერ გავრცელებული სენატორის წერილი "ფეიკი" აღმოჩნდა

AutoSharing Option
USDailyMail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შტატ ალაბამას სენატორ ფრედ კალხუნს საქართველო შტატ ჯორჯიაში აერია და საჯარო წერილით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა, ტყუილი აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სენატორმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია ამერიკის შტატის დელეგაციად მიიჩნია და ჩათვალა, რომ ჯორჯიის შტატი თამაშებში დამოუკიდებლად მონაწილეობს. წყაროს ცნობით, კალხუნმა გამოთქვა სურვილი, მომავალში ოლიმპიადებზე ალაბამას შტატსაც დართონ დამოუკიდებლად გამოსვლის უფლება.

რა თქმა უნდა, კურიოზული ამბავი მსოფლიოს მედიასაშუალებებმა უმალ აიტაცეს.

- კურიოზი: ოლიმპიადაზე ჯორჯია თუ მონაწილეობს, ალაბამამ რა დააშავა?!

მართალია, თავად "დეილი მეილი"
ბოლო დრომდე არ უარყოფს ამ ინფორმაციას, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ალაბამას შტატის სენატორებში პირი ფრედი კალხუნი არავინაა, ინფორმაციის სიცრუეზე მეტყველებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული