- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 16 აგვისტოს
რვა წელიწადია, სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს (მწვრთნელები - კობა ტალახაძე და ავთანდილ გახოკიძე). ახალგაზრდებში 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ევროპის პირველობებში ორჯერ (2010, 2012) გაიმარჯვა, 2013 წელს 23-წლამდელებში ბრინჯაოს მედალი ერგო.
მის კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2015 წელი. ქომაგებს შევახსენებთ, რომ შარშან ნოემბერში ამერიკულმა ჰიუსტონმა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ტალახაძე A ჯგუფში გამოდიოდა და 200
აკვრა ტალახაძემ 238 კილოგრამით დაიწყო. მსაჯებმა მეორე ცდაზე აწეული 247 კილოგრამი არ ჩაუთვალეს და ჩვენებურს თავიდან მოუხდა ამ სიმძიმესთან შეჭიდება. ესტონელმა მარტ საინმა მხოლოდ კილოთი აჯობა. ფაქტობრივად, ლოვჩევს მოუსუფთავეს ფიცარნაგი. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა სარეკორდო 264 კილოგრამი დაიმორჩილა, ორჭიდში 475 კილოს (211+264) მოუყარა თავი და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი - მსოფლიოს რეკორდსმენს დოპინგი ხომ არ ჰქონდაო მიღებული.
შეჯიბრების დასრულებიდან თვეც არ იყო გასული, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის იმ 16 მონაწილის გვარები დაასახელა, რომელთა სინჯებმაც დადებითი პასუხი მოიტანა. მათ შორის იყო ლოვჩევი, რომელსაც სისხლში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოუჩინეს, რის გამოც მას ნებისმიერი რანგის შეჯიბრებაში მონაწილეობა აეკრძალა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდა.
წლეულს, გაზაფხულზე ლაშა ტალახაძემ ნორვეგიულ ფორდეში ევროპის ჩემპიონატზეც ისახელა თავი: ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა - 212 კილოგრამი აიტაცა (ევროპის რეკორდი დაამყარა), 251 კილოგრამი აკრა, ორჭიდში 463 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა და სამი ოქროს მედალი დაიმსახურა.
"რიოს ოლიმპიადის წინ ევროპის ჩემპიონატი იყო პირველი სტარტი. ამიტომ ამ ეტაპზე სპორტსმენთა მომზადების დონე და გუნდის საერთო მდგომარეობა უფრო გვაინტერესებდა, ვიდრე მედლები, - გვითხრა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ. - ლაშა ტალახაძემ, მიმაჩნია, რომ ფენომენალური შედეგი აჩვენა: როგორც იცით, ევროპის რეკორდი გააუმჯობესა ატაცში, ხოლო ორჭიდში თავის საუკეთესო მაჩვენებელს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, რიოს ოლიმპიადაზე მისი ფავორიტობა უფრო გამოიკვეთა.
ლაშას ნებისმიერი ხარისხის ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა, გულშემატკივარს ნებისმიერი მედალი არ აკმაყოფილებს. ამიტომაც ვეცდებით, ეს ჯილდო უმაღლესი სინჯისა იყოს, იმის მიუხედავად, რომ ჩემს შეგირდს თამაშებზე საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ეყოლება..."
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მხოლოდ ლაშას იმედი დაგვრჩა.