ვალერი ლიპარტელიანი და ირაკლი უზნაძე რიოდან საქართველოში ამაღამ დაბრუნდებიან

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვალერი ლიპარტელიანი, რომელმაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, სამშობლოში ამაღამ, 17 აგვისტოს, დილის 03:30 სთ-ზე დაბრუნდება.

კაპიტანთან ერთად ჩამოვა ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძეც.

ძიუდოს დელეგაციის (მედალოსნების, ლიპარტელიანისა და ლაშა შავდათუაშვილის გარდა) სამშობლოში დაბრუნება 18 აგვისტოს, გამთენიისას იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ადამ ოქრუაშვილი და ამირან პაპინაშვილი თბილისში სულაც 2 დღის წინ ჩამოვიდნენ.

18-ში გამთენიისას საქართველოში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი დაბრუნდებიან. რიოში 23 აგვისტომდე მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 2 მედლით დაასრულდეს - 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლი ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო შავდათუაშვილმა (-73) - ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლიპო კაცი ხარ, გული არ გაიტეხო 4 წლის მერე ააგუგუნებ ჩვენი სამშობლოს ჰიმნს
cezarius
17 აგვისტო 2016 08:23
0
შენ რომ ხარ აზრზე იმიტო დახვდუ სხვას მარა შენ თუ ვინმე დაგხვდწბა?
გიგა
16 აგვისტო 2016 22:06
0
უნდა დავხვდეთ აბა რაა შავი და ლიპოც გმირები არიან იბრძოლეს და მედლებიც აიგეს ვინც აზრზე არ ხართ სპორტის და იმის კიდე რა შრომა დევს ამ ყველაფერში ამ მედლებში ნუ წერთ ამ კომენტარებს არ არის ეს ინფორმაცია ტთქვენნაირებისთვის.
gio
16 აგვისტო 2016 19:55
0
ლიპარტელიანი არის ,,დიდი ბავშვი'''....თურმე.... და კიდე მაგრად ჩასახუტუნიებელი...
''''''''''''''''''''''''''''''''
16 აგვისტო 2016 17:32
0
რისი თქმა გინდა ავტორ? ზარ ზეიმით დავხდეთ? და მაგათ გამო ღამე გავტეხოთ? ,,ნურას უკაცრავად".
nodo
16 აგვისტო 2016 17:18
0
რა განრიგებს გვიყვებით? რა სპორტული ღონისძიებაა ეგ? სახლში რითი მივლენ ეგეც დაწერე ბარემ :))
osa
16 აგვისტო 2016 17:12
0
ოქრუაშვილი რაღას მიდოდა თუ მოდიოდა მეორე დღესვე :)
bebe
16 აგვისტო 2016 16:14
0
Ra nawilnawil dadian,reisebia gadatvirtuli tu ertmanets arelaparakebian?
Alika
16 აგვისტო 2016 16:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული