ვალერი ლიპარტელიანი და ირაკლი უზნაძე რიოდან საქართველოში ამაღამ დაბრუნდებიან

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვალერი ლიპარტელიანი, რომელმაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, სამშობლოში ამაღამ, 17 აგვისტოს, დილის 03:30 სთ-ზე დაბრუნდება.

კაპიტანთან ერთად ჩამოვა ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძეც.

ძიუდოს დელეგაციის (მედალოსნების, ლიპარტელიანისა და ლაშა შავდათუაშვილის გარდა) სამშობლოში დაბრუნება 18 აგვისტოს, გამთენიისას იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ადამ ოქრუაშვილი და ამირან პაპინაშვილი თბილისში სულაც 2 დღის წინ ჩამოვიდნენ.

18-ში გამთენიისას საქართველოში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი დაბრუნდებიან. რიოში 23 აგვისტომდე მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 2 მედლით დაასრულდეს - 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლი ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო შავდათუაშვილმა (-73) - ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლიპო კაცი ხარ, გული არ გაიტეხო 4 წლის მერე ააგუგუნებ ჩვენი სამშობლოს ჰიმნს
cezarius
08:23 17-08-2016
0
შენ რომ ხარ აზრზე იმიტო დახვდუ სხვას მარა შენ თუ ვინმე დაგხვდწბა?
გიგა
22:06 16-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული