უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძის გამარჯვებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინაში. ჩაკვეტაძემ ფინალში სწორედ უკრაინის წარმომადგენელი ჟან ბელინიუკი დაამარცხა, შეხვედრას კი ქართველი მსაჯი თემურ ყაზარაშვილი მსაჯობდა.

უკრაინელები ეჭვობენ, რომ ქართველი მსაჯი თანამემამულე მოჭიდავეს დაეხმარა. ამასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში ქვეყნის სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმაც გაავრცელა.

"ვფიქრობ, ჟან ბელენიუკს ოლიმპიადაზე დამსახურებული ოქრო წაართვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სწორედ ეს ვუთხარი მას ტელეფონით საუბრისას. ჩვენთვის ჟან ბელენიუკი ნამდვილი ჩემპიონია! ხოლო იმას, რასაც უსამართლო სპორტულ შეჯიბრში მიითვისებ, არ
შეიძლება ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება ეწოდოს".

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა უკრაინა შედეგის გასაჩივრებას.
მკითხველის კომენტარები / 31 /
დათო გენაცვალე, გილოცავ ამ წარმატებას და გისურვებ მომავალშიც გამარჯვებებს.
sake
18:33 19-08-2016
0
ქართველს მოაგებინა ოქრო ტორემ საქართველოში არ ჩამოჰქონდეს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული