რიო 2016: რევაზ ნადარეიშვილმა პირველივე ორთაბრძოლა დათმო

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რევაზ ნადარეიშვილი (98).

ქართველი მოჭიდავე ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ ელის გურის დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. გააგრძელებს თუ არა სანუგეშო ტურნირში ბრძოლას ნადარეიშვილი, გურის შედეგებზეა დამოკიდებული.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დასანანი არის ნადარეიშვილის ნაადრევი გამოთიშვა ოლიმპიადიდან. მასზე მეტად არავის ესმის და ტკივა ასეთი შედეგი. ზოგადად ქართული ჭიდაობისგან გულშემატკივარი მხოლოდ ოქროს და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას ელის, დიდი ქართველი მოჭიდავეები გვყავს და მათ უნდა ვუმადლოდეთ მაღალ სტანდარტებს ამ სპორტში. ჭიდაობაში და ძიუდოში ოლიმპიადაზე ვერ დაიდო სათანადო შედეგები. დარჩენილ დღეებში ვნახოთ რას გააკეთებენ ჩვენი მოჭიდავეები. წარმატება ვუსურვოთ მათ.

რაც შეეხება მოჭიდავეების და ძიუდოისტების პოლიტიკაში ჩართვას, ეს მართლაც სამრცხვინო ტრადიციად გადაიქცა. მათ პოლიტიკოსები იყენებენ წინასაარჩევნო ძალადობაში. ამომრჩეველმა ხმა არ უნდა მისცეს იმ პოლიტიკურ კანდიდატს, ვინც გამოიყენებს სპორტსმენებს ძლადაობისთვის. ეს იქნება მკაფიო გზავნილი პოლიტიკოსებისთვის და სპორტსმენებისთვის და საუკეთესო დემოტივაცია მომავლისთვის.

სპორტიდან პოლიტიკაში წასვლის სურვილი სპორტსმენს მაშინ უჩნდება, როცა ის ვეღარ ახერხებს სპორტით თავის და ოჯახის რჩენას. ეს სპორტსმენები უნდა იყვნენ დაკავებული სპორტული საქმიანობით და შეეძლოთ პროფესიით ირჩინონ თავი. ამისთვის საჭიროა სპორტის მასობრივი განვითარება. მასობრიობა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და დაასაქმებს სპორტსმენებს. სამივე თაობის სპორტსმენები: აღსაზრდელები, აღზრდილები თუ ამღზრდელები ჩართული უნდა იყვნენ კომერციულ სპორტულ საქმიანობაში. საპრიზო ადგილების დაკავება ადგილობრივ თუ უცხოურ შეჯიბრებებზე იქნება ერთი წყარო სპორტსმენების შემოსავლებისთვის, რეკლამით შემოსული შემოსავლები და სხვა. უნდა მოხდეს სპორტის კომერციულად მომგებიანი პროექტების და სისტემის დანერგვა. ის რომ ქართველი მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძე რუსეთის სახელით გახდა ოლიმპიური ჩემპიონი არის სამწუხარო მაგალითი იმის რომ საქართველოში არ ხდება სპორტსმენების ღირსეული დაფასება და დასაქმება საკუთარი პროფესიით. ამ მიმართულებით სპორტის სამინისტრო და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობა უნდა მუშაობდეს.
ლუკა
07:35 17-08-2016
0
ვეთანხმები გულშემატკივარს, პოლიტიკით გაათახსირეს სპორტი ..... ფეხბურთი ხო დაღუპეს, ჭიდაობაც ზედ მიაყოლეს....რაგბზე ბოლომდე არ გამოუვიდათ არც ნაცებს და არც ქოცებს, ხოდა გამწარებულები არიან. ხალხის სიყვარულს ვინც იმსახურებს და წარმატებულია ყველას .... ქვეშ ამოდება უნდათ მაგრამ არ გამოუვათ ამ .......! მოჭიდავეების საყურადღებოთ ფეხბურთელებივით ნუ გაბანძდებით და აზრზე მოდით, სირცხვილია რაც ხდება!
სიმართლე
20:50 16-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული