შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიოში გამოსვლა 1 ბრინჯაოთი დაასრულა.
- რიო 2016: შმაგი ბოლქვაძემ საქართველოს მესამე მედალი მოუტანა
"პირველ რიგში, შმაგის ვულოცავ ამ მართლაც უდიდეს წარმატებას. მან ოლიმპიადაზე პირველად იჭიდავა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა.
არც ეს შედეგია ცუდი...
მთლიანობაში კი ვერ ვიქნები კმაყოფილი. ყველა სპორტსმენისგან გაცილებით მეტს ველოდი... სამწუხაროა, რომ ასე მოხდა", - გვითხრა მთავარმა მწვრთნელმა.