ირანელმა მწვრთნელმა ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა

AutoSharing Option
ირანელი მძიმეწონოსანი ძალოსნის, ბეჰდად სალიმის მწვრთნელმა საჯად ანუშირავანიმ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ირანელ ძალოსანს ოქროს მედალი მსაჯებმა წაართვეს.

- ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

სალიმმა, რომელიც ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძის წონით კატეგორიაში (+105 კგ) ასპარეზობდა, ატაცში 216 კგ დაძლია, თუმცა აკვრაში ვერცერთი ცდა გამოიყენა. თავდაპირველად ირანელმა 245 კგ ვერ დაიმორჩილა. მართალია, მეორე ცდაზე ეს მოახერხა, მაგრამ მსაჯებმა ძალოსანს შტანგის აწევისას შეცდომა დაუფიქსირეს და შედეგი არ ჩაუთვალეს.
სალიმს მესამე ცდაც გაუცუდდა.

ირანელი მწვრთნელის სიტყვებს Daily Mail-ი აქვეყნებს:

"ეს შეთქმულება იყო, ჟიურიში ჩვენი მტრები ისხდნენ. აშკარაა, რომ სწორედ მათ მოპარეს სალიმის მედალი. მსაჯები განგებ იყვნენ შერჩეულნი, რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო. ის (სალიმი) ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია. მან დღეს აქ მსოფლიო რეკორდი დაამყარა...".

აღსანიშნავია, რომ თავად სალიმიმ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ქართველებს წარმატება გულითადად მიულოცა.

- ირანელი სპორტსმენის ღირსეული საქციელი ტალახაძის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 21 /
ეს მწრთვნელი საკუთარი შეცდომის მსაჯებზე გადაბრალებას ცდილობს, აკვრაში პირველი წონა ნაკლები უნდა შეეკვეთა და ვერცხლს გაინაღდებდა, 245 ვერ აიღო და 258-ს აწევდა?
ბესო
17 აგვისტო 2016 22:25
0
ტლიკინებენ უაზროდ რა ჭიდაობაში ჩვენც წაგვართვეს მედლები. 258 აწია ადამიანმა და რა მედალი რის მედალი 245 ვერ აწია
ხატია
17 აგვისტო 2016 22:11
0
თორნიკე, კომენტატორთან ერთად რეპორტაჟი მიყავდა ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენელს,რომელიც ძალიან გაკვირვებული დარჩა თავიდან რომ ჩაუთვალეს ირანელს ის ცდა, და მართლაც მალევე გააუქმეს, ეტყობა არის რაღაც ნიუანსები რაც უბრალო მაყურებლისთვის ძნელი დასანახია,მე ახლაც ვერ ვხვდები რა დაინახეს ისეთი მაგრამ სპეციალისტებმა უკეთ იციან
kote
17 აგვისტო 2016 21:46
0
კარგით ეხლა რა ,,, ნამდვილად ეკუთვნოდა ვერცხლი ამას, ვიდრე ჩვენებურს ბრინჯაო, მაგრამ, არასწორი გათვლა გააკეთა მისმა მწვრთნელმა ეგრევე რო 245 დააჯახა, აეწია ამ უპატრონოს 243, ან 240 და ჯიბეში ხო ედო ვერცხლი მინიმუმ.........


მარა მაგრა გამიხარდა, რო ჩაიჭრა 3 ში და 2 ქართველმა მიიღო მედლები , იმენა ერთი 5 წელი მომემატა მაგ სიხარულით...
qartveli
17 აგვისტო 2016 18:58
0
წესიერად წერე თუ წერ, სად მსაჯები სად ლაშა... ნეტა..არ იყო რაა
statiis avtors
17 აგვისტო 2016 18:55
0
არაერიც არ გაუწირავთ მსაჯებს ირანელი, ვინც 1-ლ არხს ადევნებდა თვალს კომენტატორს ეხმარებოდა ერთი კაცი, გვარი არ მახსოვს,მაგრამ ირანელის 1-ლ და 2-ე ცდაზეც იმას გაიძახოდა რომ შედეგი არ უნდა დაფიქსირებულიყო, კაცმა თბილისიდა დაინახა დარღვევა და იქ ვერ დაინახავდნენ,? შეცდომა მწრთელებმა დაუშვეს, უმედლოდ რომ დატოვეს სალიმი, ირაკლიმ კი ღირსეულად მოიგო ბრინჯაო.
jeko
17 აგვისტო 2016 18:52
0
vai amat patrons eg iraneli rom daajdes mag shtangas magianad aswevs talaxadze
choxo
17 აგვისტო 2016 18:12
0
ძაან სულელური სათაურია, ლაშა ტალახაძის გამარჯვება ეჭქვეშ არ დაუყენებია, ადამიანმა უკმაყოფილება გამოთქვა უმედლოდ დარჩენის გამო,გააკრიტიკა მსაჯები და მართალიცაა, ის მეორე ცდა უნდა ჩაეთვალათ, რათქმაუნდა გამიხარდა თურმანიძემაც მედალი რომ აიღო, მარა ირანელი ვერცხლს ნაღდად იმსახურებდა, კომენტარებიც ხო ისეთივეა როგორც სათაური :facepalm:
tornike
17 აგვისტო 2016 18:07
0
დავუშვათ და ჩაეთვალათ 245კგ, 461 კგ დაუგროვდებოდა და ლაშამ 473 აწია? მგონი ელემენტარული მატემატიკაც არ იციან ირანელებმა
hahaha
17 აგვისტო 2016 16:31
0
245 რომც ჩაეთვალათ ლაშამ 258 ასწია და როგორ მოუგებდა
Rrr
17 აგვისტო 2016 16:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული