რიო 2016: ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა.

ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

ნადირაძის მეტოქეები ფინალში იქნებიან: აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვალენტინ დემიანენკო, რუსი ანდრე კრაიტორი, ფრანგი ტომას სიმარტი, ჩეხი მარტინ ფუკსა, ჩინელი
ქიანგ ლი, ესპანელი ლოპეც ბენავიდესი და ბრაზილიელი დოსანტოს კუეიროსი.

ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 16:25 საათიდან დაიწყება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ზაზა შენ იცი გვასახელე. გაიხარე ზაზა!
gizog
18 აგვისტო 2016 14:08
0
ზაზა
gizog
18 აგვისტო 2016 14:07
0
ბრავო ზაზა!
მიშა
18 აგვისტო 2016 13:37
0
ზაზა მთელი საქართველო გიგულშემატკივრებს.გაიხარე და გაგვახარე
თემური
18 აგვისტო 2016 12:08
0
აზრად არ მომივიდოდა რომ კანოეთი გაცურვაში რამე შედეგს მივაღწევდით, ჰა-ჰა 36 ადგილს ვფიქრობდი. ეს რა კაი კაცი გვყოლია, მაგრად გამიხარდა... მიდი შენ იცი და დღესაც გაგვახარე.
1
18 აგვისტო 2016 11:07
0
უმეტესობა წერთ, რომ გული კარგს გიგრძნობთ, იცით ეტყობა თვითონ ზაზაა ისეთი, რომ მეც გუშინ სანამ დაიწყებოდა რომ დავინახე ნეტა მოიგოს თქო, დადებითი პიროვნებაა, თან ნაღდი ქართული გარეგნობაც როგორ შვენის....მშენებლობაზე თუ მუშაობს, ხომ საერთოდ..... ნეტა უფალი დაეხმაროს!!!!!!!!!!
-----
18 აგვისტო 2016 11:06
0
უმეტესობა წერთ, რომ გული კარგს გიგრძნობთ, იცით ეტყობა თვითონ ზაზაა ისეთი, რომ მეც გუშინ სანამ დაიწყებოდა რომ დავინახე ნეტა მოიგოს თქო, დადებითი პიროვნებაა, თან ნაღდი ქართული გარეგნობაც როგორ შვენის....მშენებლობაზე თუ მუშაობს, ხომ საერთოდ..... ნეტა უფალი დაეხმაროს!!!!!!!!!!
-----
18 აგვისტო 2016 11:02
0
ხალხო ნამეტანს ნუ თხოვთ ამ კაცს, ფინალში ფასვლა უკვე დიიდ გმირობაა, ნახევრაფინალში მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები დაამარცხა, სამწუხაროდ ახლა არაა კარგ ფიზიკურ ფორმაში, ცხრა თვის წინ წელის ოპერაცია გაიკეტა, მაგრამ დიდი შრომით და მონდომებით დიდი შედეგი დადო
hoo
18 აგვისტო 2016 09:51
0
ეს ბიჭი თურმე მშენებლობაზე მუშაობს ვარჯიშებს შუა. და ვარჯიში უწევს პრაქტიკულად იგივე რაც უწყლო აუზში მოცურავე ავარჯიშო. ხეჩიკამ საერთოდ იცის კანოე რა არის?

რა დიდი თანხა კი დაჭირდება რო ნორმალური პირობები შეუქმნან.
giga
18 აგვისტო 2016 09:25
0
ეს რა ხდება ეს რა სიხარულია უეცარი სიხარული საღამოს ველოდები გულის ფანცქალით აბა შენ იცი ზაზა.
temuri
18 აგვისტო 2016 09:20
0

სიახლეები პოპულარული