რიო 2016: ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა.

ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

ნადირაძის მეტოქეები ფინალში იქნებიან: აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვალენტინ დემიანენკო, რუსი ანდრე კრაიტორი, ფრანგი ტომას სიმარტი, ჩეხი მარტინ ფუკსა, ჩინელი
ქიანგ ლი, ესპანელი ლოპეც ბენავიდესი და ბრაზილიელი დოსანტოს კუეიროსი.

ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 16:25 საათიდან დაიწყება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ზაზა შენ იცი გვასახელე. გაიხარე ზაზა!
gizog
14:08 18-08-2016
0
ზაზა
gizog
14:07 18-08-2016
0

სიახლეები პოპულარული