ზაზა ნადირაძე: თავიდან მიზანი მხოლოდ ოლიმპიური ლიცენზია იყო...

AutoSharing Option
ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ, რომელიც დღეს რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა, Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა. ნახევარფინალში მან მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ნადირაძემ ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

- რიო 2016: ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალშია! [VIDEO]

"ჩვენი პროგრამა მინიმუმი საერთოდ ლიცენზიის აღება
იყო. მოგეხსენებათ, პირველი შემთხვევაა ეს, როცა ქართველი ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაში გამოვიდა, ამიტომ გეგმად ლიცენზია დავისახეთ და მისი აღებით შევასრულეთ კიდეც ის, მაგრამ მხოლოდ ლიცენზიით არ დავკმაყოფილდით და ფინალისთვის ბრძოლა დავიწყეთ.

გავაგრძელე ვარჯიში, მაქსიმალურად დავიხარჯე, რამაც დღევანდელი შედეგი განაპირობა და კიდევ ერთი გეგმა წარმატებით შეასრულა. ეს ისეთი სპორტია, სადაც ვერაფერს ივარაუდებ წინასწარ - მსოფლიო ჩემპიონები ფინალში ვერ მოხვდნენ.

დღეს ყველანაირად განვეწყე, პირველ გაცურვისას ძალები შევინახე, ძალიან არ დავღლილვარ - ნახევარფინალზე ვფიქრობდი! ნახევარფინალში უკვე მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონებთან მომიწია ბრძოლა, მაგრამ მოვახერხე მათი უკან ჩატოვება და ფინალში გასვლა. დისტანციის გავლისას რამდენიმე შეცდომა დავუშვი, რომელსაც ხვალისთვის გავითვალისწინებ და გამოვასწორებ.

ფიზიკურად არ ვარ კარგ ფორმაში და ის შედეგი, რომელიც დღეს დავაფიქსირე, ფსიქოლოგიურმა განწყობამ მოიტანა. 2015 წლის 25 ნოემბერს გავიკეთე წელის ოპერაცია და 25 თებერვლიდან შევუდექი ნელ-ნელა ვარჯიშს. დიდი ჭრილობა მქონდა და 18 მაისს, როცა ლიცენზია მოვიპოვე, ჯერ კიდევ მაშინ არ იყო შეხორცებული, ამიტომაც ვერ ვარ დღეს კარგ ფიზიკურ კონდიციებში.

ფსიქოლოგიური განწყობა ის არც ხვალ მომაკლდება. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ჩემის მხრივ, მაქსიმალურად დავიხარჯები", - გვითხრა ნადირაძემ.

ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 16:25 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ისტორიული შანსი არის ამ სპორტის სახეობაში მედლის მოპოვების. უკვე დიდი წარმატება არის ფინალში გამოსვლა, არანაირი წნეხი არ არის დამატებითი გამარჯვებისთვის. ჭრილობა შეგიხორცდება, ტკივილი გაგივლის, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონის დიდება მთელი ცხოვრება გაგყვება. გამრჯვებას გისურვებთ ფინალში!

ქალბატონი თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტო კარგად გადმოსცემს რიოს ოლიმპიურ ბატალიებს. ეს ფოტოები იმსახურებენ ცალკე გალერეა-ვებსაიტს. მადლობა.
ლუკა
02:22 18-08-2016
0
უკვე ჩემპიონი ხარ ჩემს თვალში! მიდი ზაზა, აბა შენ იცი და სამეულში უნდა შეხვიდეე...
ქართველი
09:29 18-08-2016
0

სიახლეები პოპულარული