რიო 2016: ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა.

ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ფინალში ქართველ სპორტსმენთან ერთად კიდევ 7 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა.

ფინალური გაცურვის შედეგები:

1. იური ჩებანი (უკრაინა) - 39.279
2. ვალენტინ დემიანენკო (აზერბაიჯანი) - 39.493
3. დოსანტოს კუეიროსი (ბრაზილია) - 39.428
4. ლოპეს ბენავიდესი (ესპანეთი) - 39.649
5. ზაზა ნადირაძე (საქართველო) - 39.817
6. ანდრე კრაიტორი (რუსეთი) - 40.105
7. ქიანგ ლი (ჩინეთი) - 40.143
8. ტომას სიმარტი (საფრანგეთი) - 40.180

აქამდე
ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ბირთვის კვრაში მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი გამოვა, ხოლო სიმაღლეზე ხტომაში ვალენტინა ლიაშენკო იასპარეზებს.

16:55 - 17:43 ბირთვის კვრა: კვალიფიკაცია
17:00 - 19:00 სიმაღლეზე ხტომა: კვალიფიკაცია
მკითხველის კომენტარები / 25 /
კაი კაცი ხარ ზაზა...საქართველოში შენი ნიჩაბი და ნავი არავის აინტერესებს და ამიტომ ერთიორად ფასობს შენი ცარმატება...
maradona
18 აგვისტო 2016 17:32
0
40 წამზე ნაკლები დრო დააფიქსირა. ძალიან მაგარი შედეგია!
საბა
18 აგვისტო 2016 17:28
0
შეუქმნან ახლა მაინც პირობები, რო ჰქონოდა ნორმალური პირობები დადებდა მედალს.

ცოტათი ალბათ მართლა გამოცდილება დააკლდა. ბრაზილიელმა და ესპანელმა ზედ ბოლო მოსმისას გაუსწრეს.
giga
18 აგვისტო 2016 17:22
0
საღოლ ძმაო,,,იმედია გაიგებენ და მეტ ყურადღებას მიაქცევენ ამ კაცს და საერთოდ სპორტის სახეობას...
REZO
18 აგვისტო 2016 17:22
0
რუს მსოფლიოს უძლიერესს დედა უტირა მაგრამ,სამმა კაცმა დაძლია 39 წამი ნადირაძის გარდა ეს კი უი%ღ$ბლობაა მეტი არაფერი.გამარჯვებები მოვა თუ სათანადო ხელშეწყობა ექნებათ ქართველ ნიჩბოსნებს,ჰა მთავრობაი ჩინოვნიკებო გაინძერით,გამოყავით,ლამაზი ათლეტური სახეობაა,ნიჭიერი გამრჯე ბიჭები გვყავს,ყველაფერიც გამოგვივა,სულ მალე ......
EU
18 აგვისტო 2016 17:12
0
გამოცდილება რომ ჰქონოდა მეტი მედალზეც გაქაჩავდა. პატარ-პატარა ნიუანსებმა თავისი ქნეს. სტარტზე ცოტა დააგვიანა, მერე მთელი ძალით მოუწია მოსმა რომ დაწეოდა ლიდერების ჯგუფს და ბოლოს ცოტა დაიღალა. ერთი სიტყვით ძალები ვერ გადაანაწილა შესაბამისად და ეს გამოცდილებიდან მოდის. უდიდეს როლს თამაშობს ისიც რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სპორტი განუვითარებელია და არაპოპულარული, ამ ყველაფრის ფონზე მართლა გმირობის ტოლფასია რასაც ნადირაძემ მიაღწია. მომავალში მედლები მოგველოცოს მთელ საქართველოს.
........
18 აგვისტო 2016 17:09
0
მადლობა ზაზა. მაგარი შედეგია! ეს პირველი და მერე მედლებიც იქნება!
soso
18 აგვისტო 2016 16:54
0
ყოჩაღ ძმაო ამ ბიჭს!

მაგარი ხარ და ასე გააგრძელე, მართალია მედალს ვერ შესწვდი, მაგრამ ერს განაცდევინე შენი საქმით სიამაყე და სიამოვნება, ეს უკვე დიდი საქმეა!

წარმატებებს გისურვებ მომავალში, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ!
MIRIANI
18 აგვისტო 2016 16:52
0
ღირსეული გამოსვლა. მედლები კიდევ იქნება. ეს სახეობა მისახედია.
gogig
18 აგვისტო 2016 16:49
0
ყოჩაღ ზაზა!!! დიდი წარმატებები წინ გაქვს!!! რედაქციას: აი ესეთ სპოეტსმენებზე და მათ მიღწევებზე უნდა წერდეთ ჟურნლისტები! ტვინი რომ წაგვიღეთ ამ არაფრისმაქნისი ქართველი ფეხბურთელებით და მათი ბლატაობის ყოველდღიური გაშუქებით! ეხლა არ აყაყანდეთ ვითომ ფეხბურთის ქომაგები, თქვენ ჯიგრებს სულ ფეხებზე კიდიათ ქართული ფეხბურთი, ფულის გამო რასაც აძლევენ კი ხვდებით
ყოჩაღ!
18 აგვისტო 2016 16:47
0

სიახლეები პოპულარული