რიო 2016: ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა.

ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ფინალში ქართველ სპორტსმენთან ერთად კიდევ 7 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა.

ფინალური გაცურვის შედეგები:

1. იური ჩებანი (უკრაინა) - 39.279
2. ვალენტინ დემიანენკო (აზერბაიჯანი) - 39.493
3. დოსანტოს კუეიროსი (ბრაზილია) - 39.428
4. ლოპეს ბენავიდესი (ესპანეთი) - 39.649
5. ზაზა ნადირაძე (საქართველო) - 39.817
6. ანდრე კრაიტორი (რუსეთი) - 40.105
7. ქიანგ ლი (ჩინეთი) - 40.143
8. ტომას სიმარტი (საფრანგეთი) - 40.180

აქამდე
ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ბირთვის კვრაში მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი გამოვა, ხოლო სიმაღლეზე ხტომაში ვალენტინა ლიაშენკო იასპარეზებს.

16:55 - 17:43 ბირთვის კვრა: კვალიფიკაცია
17:00 - 19:00 სიმაღლეზე ხტომა: კვალიფიკაცია
მკითხველის კომენტარები / 25 /
ყოჩაღ! სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, მთელი ჭიდაობის და ძიუდოს ნაწვალებს სჯობდა ამ მარტო კაცის თავდადება.
bs
19 აგვისტო 2016 10:23
0
მიხარია რომ ყველა კომენტარი დადებითი მუხტის მატარებელია. ეს კაცი მართლა იმსახურებს ამას! მიხედეთ ასეთ სპორტსმენებს! ეს სახელმწიფოს ვალია.
ალექსანდრე
19 აგვისტო 2016 02:29
0
ზაზა მაგარი კაცია,ნამდვილი გმირი მე ვიცი რა არის ნიჩბოსნობაში კერძოდ კანოეში ასეთი შედეგის დადება,ჩემი სახლიდან 200 მეტრში ორი ბაზა იყო. მეამაყება ზაზა რომ ჩემი ნათესავია...

maximus
18 აგვისტო 2016 23:32
0
დიდი მადლობა ზაზა, რაც შენ გააკეთე, იმ დროს როგორი მოსამზადებელი პირობებიც გქონდა, ეგ გმირობაა. კაცი ხარ დიდი სულით და კაცი ხარ დიდი გულით. მადლობა!
დათო
18 აგვისტო 2016 23:00
0
მე დავწერე და კიდე დავწერ ეს ბიჭი გმირია და დიდი მადლობა ზაზას მიხედეთ ამ კაცს და მედალიც იქნება!!!
MERO
18 აგვისტო 2016 20:28
0
მადლობა ზაზას,ხალხისთვის სრულიად უცნობმა სპორტსმენმა მთელი საქართველო აალაპარაკა,მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ბიჭს და სპორტის ამ სახეობას.
malxazi
18 აგვისტო 2016 19:47
0
გმირობაა რაც ზაზამ გააკეთა. იღბალი ცოტა და ჩემპიონობაც შეიძლებოდა. მაგრამ მაინც ძალიან საამაყო შედეგია. ეს იგივეა 100 მეტრზე სპრინტში 10 წამში რომ შეხვიდე!
არჩილ ხოფერია
18 აგვისტო 2016 19:39
0
ასეთ სპორტზე ფულს რომელი სამინისტრო გამოჰყობს აქ ხომ ატკატები არ არის რომ ფული იშოვონ, არც მეასე ხარისხოვანი ლეგიონერების ტრანსფერები, არც უცხოეთში ათეულ ათასიანი შეკრებები
megre
18 აგვისტო 2016 18:25
0

არ დაკარგონ ეს ნაღდი ქართველი
ა რ ა ფ რ ი თ სპორტის მესვეურებმა და

მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდება !!!

არა,მაინ რაღაც ეტკინა თუ... შეჩერდა, აშკარად ჩანდა ოქროს
თუ არა ვერცხზე მიდიოდა და გ ა დ ა წ რ ე ბ ი ს პოტენციაც ა შ კ ა რ ა დ ჩანდა,მაგრამ ...გ ა ჩ ე რ დ ა (?!)
ტრამვა მგონია (!)

ყველა შემთხვევაში ყ ო ჩ ა ღ!!!
glaxuna
18 აგვისტო 2016 18:18
0
ამას ვინ წარმოიდგენდა რომ სპორტის ამ სახეობაში მედალზე გავიწევდით?თან რა ცოტა დაგვაკლდა.ყოჩაღ ქართველო ვაჟკაცო!აუცილებლად უნდა მიაქციოს სპორტის სამინისტრომ ამ სახეობას სათანადო ყურადღება და შედეგიც აუცილებლად იქნება.ყოველთვის ჭიდაობის და შტანგის იმედზე ვერ ვიქნებით ოლიმპიადებზე,დროს სხვა სახეობებშიც ვთქვათ ქართველებმა ჩვენი სათქმელი,არ შეგვიძლია თუ რაა?
ბუხარა
18 აგვისტო 2016 17:50
0

სიახლეები პოპულარული