16:30 18-08-2016
რიო 2016: ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა [VIDEO]
AutoSharing Option
ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.
ფინალში ქართველ სპორტსმენთან ერთად კიდევ 7 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა.
ფინალური გაცურვის შედეგები:
1. იური ჩებანი (უკრაინა) - 39.279
2. ვალენტინ დემიანენკო (აზერბაიჯანი) - 39.493
3. დოსანტოს კუეიროსი (ბრაზილია) - 39.428
4. ლოპეს ბენავიდესი (ესპანეთი) - 39.649
5. ზაზა ნადირაძე (საქართველო) - 39.817
6. ანდრე კრაიტორი (რუსეთი) - 40.105
7. ქიანგ ლი (ჩინეთი) - 40.143
8. ტომას სიმარტი (საფრანგეთი) - 40.180
აქამდე ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს ბირთვის კვრაში მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი გამოვა, ხოლო სიმაღლეზე ხტომაში ვალენტინა ლიაშენკო იასპარეზებს.
16:55 - 17:43 ბირთვის კვრა: კვალიფიკაცია
17:00 - 19:00 სიმაღლეზე ხტომა: კვალიფიკაცია
მკითხველის კომენტარები / 25 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყოჩაღ! სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, მთელი ჭიდაობის და ძიუდოს ნაწვალებს სჯობდა ამ მარტო კაცის თავდადება.
0
0
მიხარია რომ ყველა კომენტარი დადებითი მუხტის მატარებელია. ეს კაცი მართლა იმსახურებს ამას! მიხედეთ ასეთ სპორტსმენებს! ეს სახელმწიფოს ვალია.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული