რიო 2016: სალომე ფაჟავამ რგოლით ვარჯიში შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო სალომე ფაჟავა, რომელმაც ბურთით ვარჯიშის შემდეგ, რგოლით ვარჯიშიც შეასრულა.

ფაჟავამ ბურთით ვარჯიშში 17.783 ქულა დაიმსახურა, რგოლში კი 17.233 ქულა. ჯამში ქართველი ტანმოვარჯიშის ანგარიშზე ამ დროისთვის 35.016 ქულაა, რითაც მე-11 ადგილს იკავებს.

- რიო 2016: სალომე ფაჟავამ ბურთით ვარჯიში შეასრულა [VIDEO]

ქართველ ტანმოვარჯიშეს კიდევ ორი ვარჯიში აქვს შესასრულებელი: ლენტითა და გურზებით.

დღეს საკვალიფიკაციო ეტაპზე მრავალჭიდში სულ 26 სპორტსმენი იასპარეზებს. 10 საუკეთესო კი 20 აგვისტოს, ფინალში მედლებისთვის განაგრძობს პაექრობას.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების
განრიგი 19 აგვისტოს


ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სალომე, ძალიან გგულშემატკივრობ, შემოგევლე, საამაყო გოგო ხარ. გვიმრავლოს ღმერთმა შენისთანები. ძალიან გვინდა ფინალში გახვიდე!!!
სალომეს გულშემატკივარი
00:02 20-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული