რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია. 25 წლის გორელმა მოჭიდავემ ფინალში იაპონელ ჰიგუჩი რეის მოუგო და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

- ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაჯილდოება და საქართველოს ჰიმნი რიოში [VIDEO]
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: სწორედ ამან განაპირობა ჩემპიონობა!

შეხვედრის დასაწყისში უფრო აქტიური იაპონელი სპორტსმენი იყო, რომელმაც ანგარიში 2:0 წაიყვანა, თუმცა ხინჩეგაშვილმა შეძლო ძალების მობილიზება და შეხვედრის სათავისოდ შემობრუნება, საბოლოოდ კი 4:3 გამარჯვება და ოლიმპიური ჩემპიონობა.

ფინალურ შეხვედრამდე ხინჩეგაშვილმა სამი დაძაბული ბრძოლა გადაიტანა, მერვედფინალში მან ყაზახეთის
ნაკრების წევრი ნურისლამ სანაიევი 4:3, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი 4:3, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარცხა.

- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია! [VIDEO]
- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია! [VIDEO]
- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალშია! [VIDEO]

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია. მანამდე ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ვერცხლი ძიუდოისტი ვალერი ლიპრატელიანის ანგარიშზეა, 3 ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 36 /
GაIხარე ლადო Mაგარი Kაცი ხარ,გილოცავს ემიგრანტები ამერიკიდან.
Vaniko
20 აგვისტო 2016 03:28
0
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მედლები: http://www.qwelly.com/group/olimpiada/forum/topics/khanchegashvili
ლაშა
20 აგვისტო 2016 02:55
0
კომენტატორები გაიტანეთ!! რა ბედნიერებაა რომ ინგლისურად ვუყურე და ამათი სისულელეების მოსმენა არ მომიწია.
odala
20 აგვისტო 2016 01:43
0
ყველას გილოცავთ!) ოქროს ბიჭუნა გვყავს!
ალექსანდრე
20 აგვისტო 2016 01:34
0
უდიდესი, ტიტანური შრომა და უდიდესი ნიჭი აი ეს არის წარმატების გასაღები, ვულოცავ ლადოს სულით და გულით.
ხვიჩა
20 აგვისტო 2016 01:31
0
მადლობა ლადო ოქროს მედლისთვის, ჩემთვის შენ ძმაო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ხარ. მადლობა რომ ბევრი ქართველი სპორტსმენივით წარმატების შემდეგ არ მოეშვი და ისევ გულმოდგინედ შრომობდი, აი დაგიფასდა , და ჩვენც დაგვაფასე. გენაცვალე შენ, იმედია არც ახლა მოდუნდები და ძველებურად გააგრძელებ შრომას !!!!!!!!!!!!!!!!!
ლაშა19
20 აგვისტო 2016 01:27
0
შენ გენაცვალე შენ გაიხარე შენმა გამზრდელმა იხაროს უფალი გფარავდეთ
კახა
20 აგვისტო 2016 01:11
0
ფერიცვალობას ასეთი მოლოცვა უხდება სწორედ!!!!
მამუკა ჭუმბურიძე
20 აგვისტო 2016 01:06
0
უდიდესი ბრძოლის ჟინი, თავდაჯერება და ძალიან მაღალი კლასი - აი, ეს არის ლადოს გამარჯვების ქვაკუთხედი. გაიხარე ლადო და დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რომელიც შენ საქართველოს აჩუქე!!!
მამუკ
20 აგვისტო 2016 01:04
0
გილოცავ სრულიად საქართველო ლადოს ოქროს ოლიმპიურ მედალს,გაიხარე ლადო შენ ოქროს ბიჭი ხარ.გაიხაროს შენმა გამზრდელმა .
მაია
20 აგვისტო 2016 01:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული